გასწავლით უმარტივეს ხრიკს, რომლის დახმარებითაც თქვენს სააბაზანოში მუდამ სასიამოვნო არომატი და სისუფთავის შეგრძნება დაისადგურებს

19045

ბიუჯეტური პროდუქტების ბაზაზე მომზადებული უამრავი მარტივი საშუალება არსებობს, რომელთა დახმარებით შეინარჩუნებთ სახლში სისუფთავეს.

ამჯერად, გაგიზიარებთ  მარტივ ხრიკს, რომლის წყალობით ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეძლებთ უნიტაზის გაწმენდას.

პირველ რიგში, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინგრედიენტებით ამზადებთ ხელნაკეთ საწმენდ საშუალებას.

დაგჭირდებათ:

  • საპონი ნებისმიერი თქვენთვის ხელმისაწვდომი
  • სოდა 2 ს. კ.
  • მარილი 1 ს. კ.

მომზადების წესი:

1. საპონი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

2. დაამატეთ სოდა, მარილი და ზელთ ერთგვაროვანი მკვრივი მასის მიღებამდე.

3. შემდეგ გამოხელეთ ბურთულები.

4. სამედიცინი ნიღბის ერთი მხარე გაჭერით, ჩაყარეთ მზა ბურთულები და ნიღბის ბოლო შეკარით.

5. ნიღაბი ჩადეთ უნიტაზის ავზში.

ყოველი ჩარეცხვისას უნიტაზი თავისთავად გაიწმინდება და სუნიც ძალიან სასიამოვნო იქნება.