თუ ხანგრძლივი ხველა და სასუნთქი სისტემის პრობლემები გაწუხებთ, ისწავლეთ ნივრით ინჰალაცია

4978

მკურნალობის ეს მეთოდი პირადად მე ძალიან დამეხმარა. ნივრით ინჰალაცია – საუკეთესო გამოსავალი მათთვის, ვისაც სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

არაჩვეულებრივია ეს მეთოდი ბავშვებში ხველის სამკურნალოდ, რადგან სააფთიაქო სიროფებისგან განსხვავებით, ის არ ვნებს ჩვენს ჯანმრთელობაას, ეფექტურობით კი ძვირადღირებულ პრეპარტებს საერთოდ არ ჩამოუვარდება.

ნივრით ინჰალაცია

საჭირო ინგრედიენტები:

  • 250 მლ წყალი
  • 6 კბილი ნიორი
  • 1 სუფრის კოვზი საჭმელი სოდა

ინსტრუქცია:

  1. ჩაასხით წყალი ქვაბში და დადგით ცეცხლზე.
  2. სანამ ის წამოდუღდება, რაც შეიძლება წვრილად დააქუცმაცეთ ნივრის ექვსივე კბილი.
  3. მდუღარე წყალში დაამატეთ გამზადებული ნიორი და მინიმუმამდე დაუწიეთ ცეცხლს.
  4. ქვაბს დააფარეთ თავსახური და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე ხუთი წუთით, შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
  5. როდესაც მასას ცეცხლს მოაშორებთ, მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ საჭმელი სოდა და შეუდექით ინჰალაციის პროცედურის ჩატარებას.

როგორ ჩავიტაროთ ინჰალაცია?

  1. დადექით ჭურჭელთან ახლოს და მიიტანეთ სახე ცხელ მასასთან იმ დისტანციაზე, რომ კანი არ დაგეწვათ.
  2. თავზე გადაიფარეთ თბილი ქსოვილი და შეუდექით ორთქლის აქტიურად შესუნთქვას.
  3. შეისუნთქეთ ღრმად ცხვირით და ამოისუნთქეთ პირით. განაგრძეთ ასე იქამდე, სანამ წყალი არ გაცივდება.
  4. პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია საღამოს საათებში, დაძინებამდე რამდენიმე წუთით ადრე. დაახლოებით 3 ინჰალაცია საკმარისი იქნება პაციენტის სრულიად გამოსაჯანმრთელებლად.

როგორც უკვე ვახსენეთ, სააფთიაქო პრეპარატებისგან განსხვავებით, ეს მეთოდი არ ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას, მისი ეფექტურობა კი ეჭვგარეშეა!

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ჯანმრთელობას!