ცისტიტი – შარდის ბუშტის ანთება, რომელიც საკმაოდ დიდ დისკომფორტთან და ტკივილებთანაა დაკავშირებული. როგორ ვუმკურნალოთ ამ უსიამოვნო პრობლემას ან უბრალოდ თავიდან ავირიდოთ ის მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან შემდგარი იასამნისფერი კოქტეილით? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამის შესახებ გიამბობთ.
გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა ან ნატურალური ნარევების მიღებისა, ცისტიტის დასამარცხებლად და მის თავიდან ასარიდებლად თქვენ აუცილებლად უნდა მოერიდოთ მავნე ჩვევებსა და სხვადასვა მავნე საკვებ პროდუქტებს, რომლებიც უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
სია იმ პროდუქტებისა, რომლებიც აუცილებლად უნდა აკრძალოთ:
- ყავა – თუ ფინჯანი ცხელი არომატული სასმელის გარეშე დღე ვერ წარმოგიდგენიათ, ჩაანაცვლეთ ის მწვანე ჩაით.
- რაფინირებული შაქარი – თქვენ აუცილებლად უნდა აკრძალოთ ის. ჩაანაცვლეთ რაფინირებული შაქარი მისი გაცილებით ჯანსაღი ალტერნატივებით: ყავისფერი შაქარი, სტევია, ქოქოსის შაქარი და თაფლი.
- თეთრი ფქვილი – თუ ცისტიტის მკურნალობა ან მისი თავიდან არიდება გსურთ, გამორიცხეთ კვების რაციონიდან თეთრი ფქვილის შემცველი პროდუქტები, რომელთაგანაც ვერავანაირ სარგებელს ვიღებთ.
- ალკოჰოლური სასმელები – როგორც მოგეხსენებათ, ალკოჰოლური სასმელები ძალზედ საზიანოა ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ მათ ჭარბი ულუფით ვიღებთ. შარდის ბუშტის ანთების შემთხვევაში, თქვენ კატეგორიულად უნდა აკრძალოთ სპირტის შემცველი სასმელები.
- თამბაქო – ეჭვგარეშეა, რომ ისეთ მავნე ჩვევას, როგორიც მოწევაა, საზიანო გავლენა აქვს პრაქტიკულად ყველა ორგანოზე და სისტემაზე.
იასამნისფერი კოქტეილი ცისტიტის წინააღმდეგ
ინგრედიენტები:
- 1 სუფრის კოვზი გამომშრალი დათვისკენკრა (10 გრამი)
- 2 სუფრის კოვზი ბალბის გამომშრალი ყვავილები
- 2 ჩაის ჭიქა წყალი (400 მლ)
- 1 სუფრის კოვზი დაფქული სელის თესლი (10 გრამი)
- ⅓ ჩაის ჭიქა ნედლი წითელი მოცვლი ან 200 მლ წვენი
ინსტრუქცია:
- პირველ რიგში, ვამზადებთ დათვისკენკრისა და ბალბის ყვავილების ნაყენს. ამისათვის, ჩაასხით პატარა ზომის ქვაბში 2 ჩაის ჭიქა წყალი, დაუმატეთ ორივე მცენარე მოცემული რაოდენობით და დადგით ცეცხლზე.
- როდესაც ნარევი წამოდუღდება, გამორთეთ ცეცხლი და მიეცით მას დრო გასაგრილებლად.
- გაგრილებული ნაყენი გადაწურეთ ახალ ჭურჭელში და მიღებულ გადაწურულ სითხეს დაუმატეთ სელის თესლი. დააყოვნეთ ეს მასა 4 საათის განმავლობაში, რათა სელის მარცვლები გაფუვდეს და სითხეში ლორწო გამოიტანოს.
- დაყოვნებული ნარევი მთლიანად (როგორც სითხე, ასევე მარცვლები) გადაიტანეთ ბლენდერში, დაუმატეთ ნედლი წითელი მოცვი ან მისი წვენი და კარგად ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიღების წესი :
ცისტიტის პროფილაქტიკისთვის მიირთვით ეს სასმელი დღეში 150 მილილიტრის ოდენობით უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ცისტიტის სამკურნალოდ, როდესაც მის პირველივე სიმპტომებს შენიშნავთ, მოცემული სასმელი უნდა მიირთვათ დღეში სამჯერ. ულუფა, რომელსაც ინგრედიენტების მოცემული რაოდნეობისგან მიიღებთ, გაყავით სამ თანაბარ ნაწილად და მიირთვით ყოველდღიურად საუზმობამდე, სადილობამდე და ვახშმობამდე რამდენიმე წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – 1 კვირა. ერთი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებლად ვაკეთებთ მინიმუმ 5 დღიან შესვენებას.