ჩვენს დროში ხალხური მედიცინა საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, თანაც სრულიად დამსახურებულად. სწორედ ხალხური მედიცინის რეცეპტების დახმარებითაა შესაძლებელი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების გადაჭრა სააფთიაქო აბების მიღების გარეშე, რომელთათვის წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამახასიათებელი.
აბუსალათინის ზეთი – ნებისმიერი ქალბატონისთვის საყვარელი პროდუქტი, რომელსაც წარმოუდგენლად დადებითი გავლენა აქვს ჩვენს თმაზე და მისი ჯანსაღი ზრდის პროცესზე. გარდა კოსმეტიკური გამოყენებისა, მოცემული პროდუქტი გვეხმარება არაერთი საკმაოდ გავრცელებული პრობლემის სწრაფად და მარტივად გამკლავებაში. თუ აბუსალათინის ზეთსა და საჭმელ სოდას გააერთიანებთ, მიიღებთ ნარევს, რომლესაც მთელი საოჯახო აფთიაქის ჩანაცვლება შეუძლია!
როგორ გამოვიყენოთ აბუსალათინის ზეთი და საჭმელი სოდა
1. თუ ორივე ინგრედიენტს შეურევთ ერთმანეთში ისეთი პროპორციებით, რომ მიიღოთ პასტისებრი მასა და ამ ნარევით ჭრილობებს დაიმუშავებთ, მათი შეხორცების პროცესი საგრძნობლად დაჩქარდება.
2. ამავე ნარევით შესაძლებელია მეჭეჭებისა და პაპილომების მინიმალურ ვადაში მოშორება. 1 კვირიანი ყოველდღიური პროცედურების შემდეგ მათგან კვალიც კი არ დარჩება.
3. თუ ქრონიკული დიარეა გაწუხებთ, საჭმელი სოდისა და აბუსალათინის ზეთის ნარევი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ! მომზადებული პასტისებრი მასა გამოიყენეთ კოპრესის სახით მუცლის ქვედა ნაწილზე, რათა ხანმოკლე დროში ეს უსიამოვნო პრობლემა წარსულში დარჩეს.
4. რაც შეეხება აბუსალათინის ზეთის შინაგანად მიღებას, მას სრულიად საპირისპირო ეფექტი აქვს. ის აარაჩვეულებრივი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში შეგიწყობთ ხელს. უბრალოდ მიირთვით 1 ს.კ. აბუსალათინის ზეთი ყოველ დილას.
5. საჭმელ სოდას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი და მიღებული მასა წაისვით ლაქებზე. რამდენიმე პროცედურაში ისინი ნაკლებად შესამჩვენი გახდება, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში კი – ბოლომდე გაქრება.
6. სულ რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი მყისიერად გაგათავისუფლებთ მწერის ნაკბენიგან გამოწვეული შეშუპებისა და ქავილის აუტანელი შეგრძნებისგან.
7. მოცემული კომბინაცია საკმაოდ ეფექტურად ებრძვის ფრჩხილის სოკოსაც. უბრალოდ რეგულარულად დაიმუშავეთ დაინფიცირებული ფრჩხილები ამ ნარევით, რათა სასიამოვნო ცვლილებები ხანმოკლე დროში იხილოთ.
8. გამოცდილებითა და პრაქტიკით დამტკიცებულია, რომ ყოველდღიურად თავის კანის მასაჟირება აბუსალათინის ზეთით სტიმულირებს და რამდენჯერმე აჩქარებს თმის ზრდის პროცესს.
9. თუ ამ ნარევის კომპრესს წელზე დაიმაგრებთ, შეძლებთ ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნების დამარცხებას.
10. აბუსალათინისა და საჭმელი სოდის ნარევით რეგულარულად იკეთეთ პრობლემური სახსრების მასაჟი, რათა ტკივილისგან სწრაფადვე გათავისუფლდეთ და თავიდან აირიდოთ სერიოზული გართულებები.
11. მსუბუქი მოძრაობებით შეიზილეთ მცირეოდენი ნარევი ქუთუთოების კანზე დაძინების წინ. ასეთი პროცედურა სწრაფადვე გაგათავისუფლებთ შეშუპებისა და სიწითლისგან.
12. თუ აბუსალათინის ზეთს რეგულარულად შინაგანად მიიღებთ (დაახ. 5 წვეთის ოდენობით), საიმედოდ დაიცავთ თავს ალერგიული დაავადებებისგან. გაითვალისწინეთ, რომ მოცემული საშუალებისთვის მსუბუქი საფაღარათო ეფექტია დამახასიათებელი.
ნამდვილად გასაოცარია, თუ რამდენი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი ამ იაფი და ხელმისაწვდომი ნარევით, არა? ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!