კარტოფილის ნიღაბი თავიდან აგარიდებთ ნაოჭების გაღრმავებას და ბოლომდე მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს

2208

ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ კარტოფილს აქვს დადებითი გავლენა ჩვენს კანზე. საშინაო საშუალებები, რომელთა ერთ-ერთ მთავარ ინგრედიენტს სწორედ ეს იაფი და ხელმისაწვდომი ბოსტნეული წარმოადგენს, გვეხმარება პიგმენტური ლაქების მოშორებაში, აკნეს განკურნებაში, ნაოჭების შემცირებაში და ა.შ.

იცოდით, რომ კარტოფილს აქვს კანის გათეთრების, გაღიავებისა და მისი ტონის გათანაბრების უნარი? გამოიყენეთ ეს ბოსტნეული თავის მოსავლელად, რათა მინიმალურ დროში საოცარი ცვლილებებით დატკბეთ.

დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ორი საშინაო ნიღბის დამზადებისა და გამოყენების მარტივ ინსტრუქციას. ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი და შეუდექით რეგულარულ პროცედურებს დღეიდანვე, რათა მინიმალურ დროში ნაოჭები და ლაქები ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ.

როგორ გამოვიყენოთ კარტოფილი თავის მოსავლელად

რეცეპტი №1 – სკრაბი

ინგრედიენტები:

  • 1 ს.კ. კარტოფილის წვენი
  • 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 2 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი

ინსტრუქცია:

  1. უბრალოდ შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში.
  2. მზა საშუალება კარგად შეიზილეთ სახის კანში (იკეთეთ მასაჟი თითის ბალიშებით).
  3. დაახლოებით 5 წუთიანი მასაჟის შემდეგ მოიშორეთ ნარჩენები ქაღალდის ხელსახოცით.
  4. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ.

მოცემული საშუალება ღრმად გაწმენდს თქვენს კანს და მის ფორებს დაგროვებული ჭუჭყისა და სიბინძურისგან, აქერცვლას და მოგაშორებთ კანის დაზიანებულ უჯრედებს, დაუბრუნებს მას ტონუსსა და სიმტკიცეს.

რეცეპტი №2 – ნიღაბი სახის კანისთვის

ინგრედიენტები: 

  • 1 ს.კ. კარტოფილის წვენი
  • 1/2 ს.კ. თაფლი
  • 1 ს.კ. ლიმონის წვენი

ინსტრუქცია:

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში.
  2. მიღებული ერთგვაროვანი მასა კარგად შეიზილეთ სახის კანში და გაიჩერეთ 15 წუთით.
  3. ჩამოიბანეთ სახე გრილი წყალით.
  4. ჩაიტარეთ პროცედურა კვირაში 2-ჯერ.

მოცემული საშუალება თავიდან აგარიდებთ ნაოჭების გაღრმავებას, ბოლომდე მოგაშორებთ პიგმენტურ ლაქებს და გაგაახალგაზრდავებთ ვიზუალურად რამდენიმე წლით.

იხელმძღვანელეთ ამ ინფორმაციით და ისარგებლეთ ჩვენი დღევანდელი საშინაო საშუალებებით. პირობას გაძლევთ, რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები აუცილებლად თვალსაჩინო გახდება.

კარტოფილი – იაფი და ხელმისაწვდომი ბოსტნეული, რომელსაც ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს კანზე. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!