ტაფები, ქვაბები და ჭურჭელი ბზინავს ისე, როგორც შეძენის დღეს! მარტივი, იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება

14933

თუ თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ნატურალურ საწმენდ საშუალებებს ან უბრალოდ არ გსურთ ფულის დახარჯვა ძვირადღირებულ ქიმიკატებზე, აუცილებლად დაგაინტერესბეთ სტატია.

შემოგთავაზებთ ხელნაკეთი პასტის რეცეპტს, რომლის საშუალებით შეძლებთ ქვაბებიდან, ტაფებიდან ჩამჯდარი ცხიმის მოშორებას. მოცემული საშუალება მრავალჯერ გამოცდილია და იძლევა უტყუარ შედეგს.

ხელნაკეთი პასტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • 3 ს. კ. საკვები სოდა
  • 3 ს. კ. წყალბადის ზეჟანგი
  • 1 ს. კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და ხელნაკეთი საწმენდი საშუალება მზად არის.

ჭურჭელში, მაგალითად ქვაბში, რომელიც უნდა გაწმინდოთ, ჩაასხით წყალი და აადუღეთ. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან. წყალი არ გადააქციოთ. პასტა დაიტანეთ ღრუბელზე და ცხელ ქვაბს გარედან კარგად წაუსვით, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ძნელადმისადგომ ადგილებს. გააჩერეთ 10 წუთი. თუ ჭურჭელი შიგნიდანაც გასაწმენდია, წყალი გადააქციეთ და პასტა კარგად წაუსვით მთელ ზედაპირზე. გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ ღრუბლით გაწმინდეთ და დაინახავთ, რომ ჭუჭყი ძალიან სწრაფად და მარტივად შორდება.

გამოიყენეთ უმარტივესი ხელნაკეთი პასტა და მარტივად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, გაწმინდეთ თქვენი ქვაბები, ტაფები, ჩაიდანი.