ძლიერი საშუალება გაციების, ნაოჭებისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს წინააღმდეგ

0
900

ძირითადად, პილპილს მხოლოდ კულინარიაში ვიყენებთ, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ მას გაციების მკურნალობა შეუძლია, ასევე, ახდენს კანის დეტოქსიკაციას და, არსებობს მოსაზრება, რომ იგი კიბოსთან ბრძოლაშიც კი გვეხმარება.

მცირე რაოდენობით პილპილის მოხმარება არგებს თქვენს ორგანიზმს – აღკვეთს სარძევე ჯირკვლის კიბოს. პილპილი შეიცავს ქიმიურ ნაერთს სახელად პიპერინი – იგი ხელს უშლის სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარებას, რაც მიჩიგანის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ცენტრის კვლევით დადასტურდა. ამავე კვლევით დადგინდა, რომ პილპილის მოქმედება რამდენჯერმე ძლიერდება კურკუმასთან და ზეთთან კომბინაციაში.

პილპილი კანისთვის

კანის პილპილით აქერცლვა მას გლუვსა და მკვრივს ხდის. პილპილის სკრაბის მოხმარების შედეგად სტიმულირდება სისხლის მიმოქცევაც, რაც აუმჯობესებს ჟანგბადისა და სასარგებლო ნივთიერებების ტრანსპორტირებას კანის ზედაპირთან. იგი, ასევე, გაშორებთ კანის მკვდარ უჯრედებს.
შეურიეთ 5 ს.კ. შაქარი, 6 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი, 2 ს.კ. მცენარეული ზეთი(თქვენი არჩევანით) და ორი მწიკვი დაფქული პილპილი, კარგად მოურიეთ. წაისვით ეს მასა ნოტიო კანზე შხაპის მიღების შემდეგ და დაიზილეთ წრიული მოძრაობებით 5-8 წუთის მანძილზე. ამის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სხვადასხვა ფერის პილპილი

შავი, თეთრი თუ მწვანე პილპილი – ყველა ერთი და იმავე მცენარის ნაყოფია, ამიტომ ნებისმიერი მათგანის გამოყენება შეგიძლიათ. თუმცა, გემოვნებით ისინი განსხვავდება: მწვანე პილპილს უფრო მკვეთრი არომატი აქვს, შავი – ცხარეა, ხოლო თეთრი არანაკლებ არომატულია. შეარჩიეთ ის, რომელიც თქვენს გემოვნებას უხდება.

ტანსაცმლის ფერის განახლება

თქვენი საყვარელი ნივთები ფერს კარგავს? დაუმატეთ 1 ჩ.კ. პილპილი სარეცხ მანქანაში, ფხვნილის განყოფილებაში(ფხვნილთან ერთად) და მიიღებთ მკვეთრ ფერებს.

გაციების სწრაფი მკურნალობა

თუ გაცივდით, პილპილი დაგეხმარებათ ყველა სიმპტომის მოხსნაში! იგი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებს ლორწოვან ზედაპირებს, შედეგად სასუნთქი სისტემა სწრაფად იწმინდება ლორწოსა და მიკრობებისგან. უბრალოდ დაუმატეთ მწიკვი პილპილი ბულიონსა და სუპებს, ან ჩაის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here