თუ გექავებათ ფეხის თითებს შორის კანი, ამჩნევთ, რომ ფრჩხილი იცვლის ფერს, უხეშდება, გაქვთ უსიამოვნო სუნი, დისკომფორტი, კოჟრები, სამწუხაროდ, ყველა სიმპტომი მიუთითებს, რომ სოკო გაქვთ.
თუ არ გსურთ ქიმიური პრეპარატების მიღება, მავნე და რთული ინფექციისგან განკურნებას ტრადიცული მედიცინის საშუალებითაც შეძლებთ.
პირველ რიგში, მოიჭერით ფრჩხილის დაზიანებული ნაწილი, დაიცავით სისუფთავე, ჩაუტარეთ ფეხსაცმელებს დეზინფექცია. ჰიგიენის გარეშე მკურნალობა შეიძლება უსარგებლოდ ჩაითვალოს და ინფექცია კვლავ გავრცელდეს.
სოკოს საწინააღმდეგოდ ეფექტურია სამკურნალო აბაზანები. ამჯერად, შემოგთავაზებთ უმარტივესი ინგრედიენტებით მომზადებულ ორ რეცეპტს. ორივე პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ერთდროულად და აუცილებლად ძილის წინ.
თბილ წყალში გახსენით 1 ს. კ. მარილი და 1 ს. კ. სოდა. მომზადებულ აბაზანაში ნახევარი საათით ჩაყავით ფეხები. ბოლოს გადაივლეთ სუფთა წყალი.
შემდეგ 5 ლ წყალში გახსენით ნახევარი ჩ. კ. კალიუმის პერმანგანატი ე. წ. ,,მარგანცოვკა“, თითო-თითო ს. კ. გახეხილი სარეცხი საპონი და საკვები სოდა, 2 ს. კ. მდოგვის ფხვნილი. მომზადებულ აბაზანაში 20 წუთით ჩაყავით ფეხები.
სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ კვირაში 2-3-ჯერ. 1-2 თვის შემდეგ მიიღებთ სასურველ შედეგს. გაითვალისწინეთ, სოკოს წინააღმდეგ ბრძოლა მარტივი არ არის და გმართებთ მოთმინება.
გისურვებთ ჯანმრთელობას!