ნატურალური კბილის პასტა საკუთრი ხელით, რომელიც გააქრობს ნადებს, უსიამოვნო სუნსა და ქვებს

510

ნატურალური კბილის პასტები, რომელთაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ, მოგიგვარებთ პირის ღრუსთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას. უსიამოვნო სუნს, ყვითელ ნადებსა და კბილის ქვებს წარსულში მოიტოვებთ, თუ ამ საშუალებებს გამოიყენებთ.

პირველ რიგში, განვიხილოთ, თუ რატომ არის ასეთი ეფექტური ნატურალური პასტები:

  • მიხაკი ამარცხებს ანთებას და ახშობს კბილის ტკივილს;
  • სალბი (შალფეი) აჯანსაღებს ღრძილებს და ახშობს ანთებასლ
  • ჩაის ხის ზეთი ათეთრებს კბილებს, ასევე ებრძვის ანთებას;
  • პიტნა ეფექტური საშუალებაა ანთების ჩასახშობად;
  • კვლიავი გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით;
  • როზმარინი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

ეფექტურიად გამოიყენება ნადების მოსაშორებლად საჭმელი სოდაც. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა გამოიყენოთ იშვიათად და ზომიერად, რათა არ გაინადგუროთ ემალი.

რეცეპტი № 1

დაგჭირდებათ:

  • მწიკვი დაფქული ფენჰელი (დიდი კამა)
  • 1/3 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 2 ჩ.კ. საჭმელი სოდა
  • 4 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
  • მწიკვი ზღვის მარილი
  • 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი

მომზაების წესი:

  1. ყველა კომპონენტი შეურიეთ ერთმანეთში, გარდა ქოქოსის ზეთისა.
  2. 1 ჩაის კოვზ ქოქსის ზეთს დაუმატეთ მომზადებული ნარევი უშუალოდ კბილების გამოხეხვის წინ.
  3. გამოიყენეთ ეს ნატურალური პატა კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ.

რეცეპტი  № 2

დაგჭირდებათ:

  • 60 გრამი თეთრი თიხა
  • 2-3 წვეთი სალბის ზეთი
  • 2-3 წვეთი გვირილის ზეთი
  • 1 ჩ.კ. თაფლი
  • 5-8 წვეთი პროპოლისი

ინსტრუქცია:

  1. თიხას დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ მიიღოთ ბლანტი, არაჟნის კონსისტენციის მასა.
  2. დაუმატეთ დარჩენილი კომპონენტები და კარგად გადაურიეთ.
  3. ნატურალური კბილი პასტა, რომელიც გაგითეთრებთ ემალ, გაანადგურებს მავნე მიკრობებ და მოგაშორებთ უსიამოვნო სუნს, მზად არის.
  4. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურად.

რეცეპტი № 3

დაგჭირდებათ:

  • 1/2 ჩ.კ. ზღვის მარილი
  • 1/2 ჩ.კ. დაფქული მური (ზმირინი, არომატული გუმფისი)
  • 2 ჩ.კ. საჭმელი სოდა
  • პიტნის 3-4 ფოთოლი
  • 1/2 ჩ.კ. თეთრი თიხა
  • 2 ჩ.კ. გლიცერინი
  • 6-8 წვეთი სასურველი ეთერზეთი (ლიმონის, როზმარინის, ფორთოხლის და ა.შ.)

ინსტრუქცია:

  1. შეურიეთ ყველა კომპონენტი ერთმანეთში.
  2. სამკურნალო ნატურალური პასტა მზად არის
  3. გამომდინარე იქიდან, რომ ის სოდას შეიცავს, გამოიყენეთ კვირაში მაქსიმუმ 2-ჯერ.

უსიამოვნო სუნი, ყვითელი ნადები და ქვების ფორმირება – პირის ღრუს გავრცელებული პრობლემები, რომელთაგანაც ყოველი მეორე ადამიანი იტანჯება. თუ თქვენც მიეკუთვნებით ამ ადამიანების რიცხვს, აუცილებლად გამოიყენეთ ჩამოთვლილი საშუალებებიდან ერთ-ერთი. პირობას გაძლევთ, შედეგით კმაყოფილი დარჩებით.