შაქრიანი დიაბეტი – მზაკვურლი დაავადება, რომელიც გვიქმნის უდიდეს დისკომფორტს და წარმოადგენს დიდ საფრთხეს ჩვენი სიცოცხლისათვის. ყველაზე ხშირი სწორედ მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტია, რომლის დროსაც ჩვენი სხეული კარგავს ინსულინის სათანადოდ გამოყენების უნარს.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს დროში დიაბეტი სულ უფრო და უფრო ხშირდება, აუცილებელია პროფილაქტიკური მიზნებისთვის რეგულარულად გამოკვლევების ჩატარება. განსაკუთრებით დიდი ყურადღებ მიაქციეთ თავს, თუ ამ დაავადებისაკენ გენეტიკური მიდრეკილება გაქვთ.
კარგი იქნება, თუ პერიოდულად მიიღებთ ეფექტურ საშინაო საშუალებას, რომელიც მოგიწესრიგებთ სისხლში შაქრის დონეს და დაგიცავთ დიაბეტის განვითარებისგან. ძალიან მოგიხდებათ ეს რეცეპტი იმ შემთხვევაშიც, თუ დიაბეტი უკვე გაწუხებთ, რადგან ის შეგიწყობთ ხელს შაქრის ოპტიმალური დონის შენარჩუნებაში და დაგიცავთ მისი მკვეთრი ცვლილებებისგან.
როგორ დავირეგულიროთ შაქრის დონე კვერცხის დახმარებით
გთავაზობთ მარტივ ინსტრუქციას:
- მოხარშეთ კარგად ერთი ცალი კვერცხი დღის მეორე ნახევარში.
- გაასუფთავეთ ნაჭუჭისგან და კბილის ჩხირით დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას.
- პატარა ჭურჭელში ან კონტეინერში, რომელსაც ეფარება თავსახური, ჩადეთ მოხარშული კვერცხი და დაასხით იმ რაოდენობით ვაშლის ან სუფრის ძმარი, რომ ბოლომდე დაიფაროს.
- დატოვეთ მთელი ღამით.
- მეორე დილას, გაღვიძებისთანავე მიირთვით ძმარში დამბალი კვერცხი და დააყოლეთ ერთი ჩის ჭიქა თბილი წყალი.
- მიიღეთ ეს საშუალება ყოველ დილას 3-4 დღის განმავლობაში, შემდეგ კი გააკეთეთ მინიმუმ 1 კვირიანი შესვენება.
თუ შაქრიანი დიაბეტისათვის დამახასიათებელი სიმპტომები შეგაწუხებთ, ნებისმიერი ხალხური საშუალების გამოცდამდე მიმართეთ ექიმს და გამოიკვლიეთ თავი. გახსოვდეთ, რომ ეს მზაკვრული დაავადებაა, რომელთანაც ხუმრობა ნამდვილად არ ღირს.
ძალიან დიდ იმედი მაქვს, ჩვენი დღევანდელი ინფორმაცია დაგეხმარებათ. თუ მოგეწონათ სტატია, უცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!