როგორ შევიმციროთ წნევა სწრაფად, აბების მიღების გარეშე

7214

მაღალი წნევა – იმ ადამიანების მუდმივი თანამგზავრი, რომელთაც ხშირად აწუხებთ სტრესი, ახასიათებთ მავნე ჩვევები და იკვებებიან არასწორად. ჩვენს დროში ჰიპერტონია გავრცელებულია არა მხოლოდ ხანდაზმულები, არამედ ახალგაზრდებიც კი, რაც ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგია.

როგორ ვებრძოლოთ მაღალ წნევას სააფთიაქო აბების მიღების გარეშე? დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ძალიან ეფექტურ მეთოდს წნევის სწრაფად შესამცირებლად. განსხვავებით აბებისგან, ამ საშუალებებისთვის გვერდითი მოვლენები და უკუჩვნებები არ არის დამახასიათებელი.

როგორ ვებრძოლოთ მაღალ წნევას

1. ცივი წყალი

თუ წნევის მკვეთრმა მატებამ შეგაწუხათ, მოამზადეთ ცივი აბაზანა ფეხებისთვის. აავსეთ ტაშტი ცივი წყლით (შეძლებისდაგვარად დაამატეთ მასში ყინულის კუბიკები) და მოათავსეთ ფეხები ამ აბაზანაში რამდენიმე წუთით. ასეთი პროცედურის შემდეგ ხანმოკლე დროში საოცარ შვებას იგრძნობთ.

2. ვაშლის ძმარი

ვაშლის ძმარი – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი საშინაო საშუალება წნევის შესამცირებლად. აიღეთ ნებისმიერი ქსოვილი, კარგად ჩაალბეთ ის ძმარში და დაიფინეთ შიშველ ფეხისგულებზე. წამოწექით 15 წუთით და მოდუნდით მაქსიმალურად. ასეთი პროცედურის შემდეგ წნევის მაჩვენებელი 25-30 ერთეულით შემცირდება.

3. პიტნის ჩაი

თუ წნევის მკვეთრი ცვლილებები თქვენთვის უცხო არ არის, რეგულარულად მიირთვით პიტნის ჩაი, რომელიც სწრაფად ამცირებს წნევას და გვიწყობს ხელს მოდუნებაში.

გარდა პიტნის ჩაისა, ჰიპერტონიკებისათვის ძალიან სასარგებლოა შემდეგი სასმელი: ერთ ჩაის ჭიქა მინერალურ წყალში დაამატეთ 1 სუფრის კოვზი წყალი და ნახევარი ლიმონის წვენი. როდესაც წნევა შეგაწუხებთ, დალიეთ ეს სასმელი მთლიანად. მისი მიღებიდან ნახევარ საათში წნევის მაჩვენებელი დაახლოებით 15-20 ერთეულით შემცირდება.

4. ცხელი აბაზანა ხელებისათვის

არტერიული წნევის შემცირება მარტივად არის შესაძლებელი ხელების ცხელ წყალში რამდენიმე წუთით მოთავსებით. წყალის ტემპერატურა უნდა შეადგენდეს დაახლოებით 45 გრადუსს, ხოლო პროცედურის ხანგრძლივობა – 10 წუთს.

5. მოდუნება

თუ წნევის მკვეთრმა მატებამ შეგაწუხათ, პირველ რიგში, მოდუნდით მაქსიმალურად. წამოწექით კომფორტულად, ისუნთქეთ მაქსიმალურად ღრმად და თანაბრად.

დაუთმეთ სულ რაღაც 3 წუთი მარტივ პრაქტიკას: როდესაც ამოისუნთქავთ და ფილტვებს ჰაერისაგან ბოლომდე დაცლით, შეიკავეთ სუნთქვა 8-10 წამით, შემდეგ ჩაისუნთქეთ ღრმად. ამოსუნთქვისას კვლავ შეიკავეთ სუნთქვა და განაგრძეთ ასე ზუსტად 3 წუთის განმავლობაში.

გაითვალისწინეთ, რომ წნევის მკვეთრ ცვლილებებს საფუძვლად ჯანმრთელობის არაერთი სერიოზული პრობლემა შეიძლება ედოს, რის გამოც ექიმთან ვიზიტის გადადება ნამდვილად არ ღირს.

როგორ ებრძვით მაღალ წნევას თქვენ? აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი ცოდნა და გამოცდილება კომენტარების ველის მეშვოებით, ასე ძალიან დაგვეხმარებით. გისრუვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!