ლეღვი ასპირინის ნაცვლად: გემრიელი ნაყოფი ჩაგინცვლებთ აბებს

1763

ლეღვი – თუთისებრდა ოჯახის, ფიკუსის გვარის სუბტროპიკული მცენარე, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. იცოდით, რომ გარდა საოცარი გემოსა და არომატისა, ამ ნაყოფისათვის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებია დამახასიათებელი?

რატომ უნდა შევიყვაროთ ლეღვი კიდევ უფრო მეტად?

1. ის ჩაანაცვლებს ასპირინს

ეთერზეთები, რომელთაც საკმაოდ დიდი რაოდენობბით შეიცავს ლეღვი, აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და თავიდან გვარიდებს მის შედედებას. სისხლის “გამათხევადებელი” ასპირინის მიღების ნაცვლად, ერთი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მიირთვით ერთი ცალი ლეღვი, რათა საიმედოდ დაიცვათ თავი სისხლის შედედებისა და თრომბების ფორმირებისგან.

2. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას

ლეღვის რეგულარულად მირთმევა რეკომენდებულია იმ ადამიანებისათვის, რომელთაც გონებით უწევთ მუშაობა. სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ის სტიმულირებს თავის ტვინის მუშაობას და გვიწყობს ხელს კონცენტრირებაში.

3. მაღალი ტემპერატურის, ანგინის, ბრონქიტისა და პირის ღრუს ინფექციების დროს

აადუღეთ 2 ჩაის ჭიქა  წყალი, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული, დასრესილი ლეღვი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. გადმოდგით ნაყენი ცეცხლიდან, გააგრილეთ და გადაწურეთ. მზა სასმელი გაყავით 4 თანაბარ ულუფად და მიირთვით ის მთელი დღის განმავლობაში. კურსის ხანგრძლივობა – პრობლემის გადაჭრამდე.

4. ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე

აიღეთ 4 ან 5 ცალი ლეღვი და დაასხით ერთი ჩაის ჭიქა თბილი რძე. ნაყოფი კარგად დასრისეთ ჩანგლის გმოყენებით და მოურიეთ. მიირთვით ეს საშუალება მთელი დღის განმავლობაში პატარ-პატარა ულუფებით.

5. საერთო გამაჯნსაღებელი სალათი ლეღვით

თუ სენდვიჩების ან ომლეტის ნაცვლად, ყოველ დილას ლეღვის სალათით დაიწყებთ, შეინარჩუნებთ სინაყრის შეგრძნებას ხანგრძლივი დროით, ხოლო თქვენი გულის კუნთი უფრო მარტივად გაუმკლავდება ყველაზე ძლიერ დატვირთვასაც კი.

მოამზადეთ არომატული სალათი შემდეგი ინგრედიენტებისაგა: 300 გრამი ლეღვი, 150 გრამი შავი ქლიავი, 2,5 სუფრის კოვზი დაფქული ნუში, 1 ჩაის ჭიქა კეფირი და ნახევარი ფორთოხლის ცედრა.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია ჩვენთვის საყვარელი ლეღვი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!