როგორ მივირთვათ საჭმელი სოდა სწორად. არ შეხვიდეთ შეცდომაში, რათა არ გაინადგუროთ კუჭი

42468

პროფესორი ნეუმივაკინი ამტკიცებს, რომ მრავალი სერიოზული დაავადების გამომწვევი მიზეზი ჩვენს სხეულში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევაა. ეს ერთადერთი მაჩვენებელია, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ უნდა იცვლებოდეს.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ორგანიზმი თვითრეგულირებადი, სრულყოფილი მექანიზმია, რომელსაც საკუთარი თავის განკურნების ძალაც კი შესწევს. მაშინ რატომ არის მნიშვნელოვანი მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნება ჩვენს სხეულში?

ამ ბალანსის დარღვევა და ორგანიზმში მჟავა გარემოს წარმოქმნა წარმოადგენს ხელსაყრელ პირობას მავნე და პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდა-გამრავლებისთვის, რის შედეგადაც თავი შეიძლება იჩინოს ყველაზე სერიოზულმა და საშიშმა დაავადებებმაც კი.

რა შემთხვევაში და როგორ უნდა მივიღოთ საჭმელი სოდა? 

სოდიანი წყალი – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშუალება, რომელიც ორგანიზმის გასატუტოვანებლად გამოყენება. მოცემული მეთოდის ეფექტურობა მართლაც რომ ეჭვგარეშეა, თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პაციენტების უმრავლესობა, სოდიანი წყლის სამკურნალო მიზნით მიღებისას, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს, რაც ჯანმრთელობის ფასად შეიძლება დაგვიჯდეს.

ყოველთვის გახსოვდეთ, რომ საჭმელი სოდა უნდა გაიხსნას არა ოთახის ტემპერატურის, არამედ ანადუღარ, ცხელ წყალში. პაციენტები, რომლებიც საჭმელ სოდას ცივ წყალში ხსნიან და მას ასე იღებენ, საკუთარ თავს და ჯანმრთელობას კიდევ უფრო მეტ პრობლემას უქმნიან. ცივ წყალში გახსნილ საჭმელ სოდას ძალიან უარყოფითი, დამანგრეველი გავლენა აქვს ჩვენს კუჭზე.

საჭმელი სოდა მართლაც რომ შეუცვლელი პროდუქტია ჩვენი ორგანიზმისთვის და კარგი ჯანმრთელობისთვის, თუმცა აუცილებლად უნდა ისწავლოთ მისი სოწრად მიღება. თუ გარკვეულ წესებს არ დაიცავთ, ასე მხოლოდ გაირთულებთ მდგომარეობას!

ჩვენს ორგანიზმში ყველა მაჩვენებელი ნორმაში რომ იყოს, საჭმელი სოდა უნდა მიირთვათ თბილ-ცხელ წყალთან ერთად დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

როგორ მოვამზადოთ და მივიღოთ სწორად სოდიანი წყალი?

დაგჭირდებათ 1 ჩაის ჭიქა ანადუღარი, თბილი წყალი (ტემპერატურა მინიმუმ 40 გრადუსი) და მეოთხედი ჩაის კოვზი უბრალო საჭმელი სოდა. ყოველ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე მიირთვით ახლადმომზადებული სასმელი. თუ თქვენი ორგანიზმი ჯერ კიდევ ახალგაზრაა, დღეში 2 ჭიქა სოდიანი წყალიც საკმარისი იქნება.

არასდროს მიირთვათ სოდიანი წყალი უშუალოდ ჭამის დროს ან ჭამიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, რათა არ გაანეიტრალოთ კუჭის მჟავა, რომლის ფუნქციაც საჭმლის მონელებაა. განზავებულ მდგომარეობაში კუჭის წვენი ვეღარ ახერხებს საკვების გადამუშავებას.

რამდენიმე წესი, რომელიც სოდიანი წყლის მიღებისას უნდა დაიცვათ

  1. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ცხელი წყალი ან რძე;
  2. უნდა დაიწყოთ პატარა ულუფით. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში სოდას ვიღებთ მეოთხედი ჩაის კოვზის ოდენობით და ნელ-ნელა მის ულუფას ერთ სუფრის კოვზამდე ვზრდით;
  3. ცხელ წყალში გახსნილი სოდა უნდა მიირთვათ ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამიდან 2 საათის გასვლის შემდეგ. პირველ ულუფას ვიღებთ აუიცლებლად უზმოზე.
  4. სოდის ნაცვლად, შეგიძლიათ ცხელ წყალში 15 წვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ჩამატება (ის იგივე სოდაა, თუმცა თხევადი სახით).

თუ ამ წესების დაცვით საჭმელ სოდას ყოველდღიურად მიიღებთ, შეძლებთ ორგანიზმის გატუტოვანებას, სისხლძარღვების ბოლომდე გაწმენდას, ინსულტის, ინფარქტისა და ათეროსკლეროზის თავიდან არიდებას.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ, თუ რა შემთხვევაში და როგორ უნდა მიიღონ საჭმელი სოდა სწორად. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!