კალანჰოე – საკმაოდ პოპულარული ოთახის მცენარე, რომლის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ეს სწორედ ის მცენარეა, რომელიც სწრაფად და მარტივად გაუმკლავდება არაერთ სერიოზულ პრობლემას.
კალანჰოესგან ამზადებენ სამკურნალო მალამოს, რომელიც სწრაფად ახორცებს ჭრილობებსა და ტროფიკულ წყლულებს, გვეხმარება ვენების ვარიკოზის, მასტიტისა და თრომბოფლებიტის დამარცხებაში.
ამ საშინაო მალამოს დასამზადებლად დაგჭირდებათ 30 მლ კალანჰოეს ახლადგამოწურული წვენი, 50 გრამი სააფთიაქო ლანოლინი და 50 გრამი ვაზელინი. შეურიეთ მცენარის წვენი და ლანოლინი ერთმანეთში. მიღებულ ერთგვაროვან მასას ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაუმატეთ ვაზელინი (მუდმივი მორევის პირობებში). მოათავსეთ მზა მალამო თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
გაიკეთეთ კომპრესები ამ მალამოს გამოყენებით რეგულარულად, რათა წარსულში მოიტოვოთ ჭრილობები, წყლულები, ვარიკოზი, მასტიტი და თრომბოფლებიტი.
საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს ყოველ დილას და საღამოს გამოიყენეთ ამ მალამოთი გაჟღენთილი ტამპონები.
ძალიან სასარგებლოა კალანჰოეს წვენი გაციების, ხველისა და ბრონქიტის სამკურნალოდაც. მოაჭერით მცენარეს ფოთლები, კარგად გარეცხეთ მინიმუმ ორჯერ, შეამშრალეთ და შეინახეთ მაცივარში 7 დღე-ღამის განმავლობაში. დაყოვნებული ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპში და მიღებული ფაფისგან კარგად გამოწურეთ წვენი რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის ან მარლის გამოყენებით. მზა წვენი მიირთვით ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, რათა სწრაფად დაამარცხოთ ხველა, ბრონქიტი და გაციება.
თუ სურდომ შეგაწუხათ, ორივე ნესტოში ჩაიწვეთეთ კალანჰოეს წვენი 3-4 წვეთის ოდენობით.
ბზარების გაჩენა ძუძუსთავებზე საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა მეძუძურ ქალბატონებში. ყოველ ჯერზე ბავშვის მკერდით გამოკვების შემდეგ წაისვით ძუძუსთავებზე კალანჰოეს წვენი. ასეთი პროცედურის ჩატარების შემდეგ სანამ შვილს მკერდის გამოკვებავთ, კარგად ჩამოიბანეთ სხეულის ეს მონაკვეთი თბილი წყლით. დაახლოებით 5 დღე საკმარისი იქნება, რათა ბზარები საგრძნობლად შემცირდეს.
როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა უძლური აღმოჩნდა, ნერვიტის დამარცხებაში კალანჰოესა და ხახვის წვენის ნარევი დამეხმარა. კალანჰოეს წვენს დაუმატეთ 2-ჯერ დიდი რაოდენობით ხახვის წვენი, კარგად შეურიეთ და მიღებული საშუალება ჩაიწვეთეთ ორივე ყურში რამდენიმე წვეთის ოდენობით გაიმეორეთ ეს პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე. დაახლოებით 1 კვირა საკმარისი იქნება, რათა წარსულში მოიტოვოთ ნერვიტი.
როდესაც ჩემს უმცროს ქალიშვილს პაროდნტოზი დაუდგინდა, კალანჰოეს წვენი ამ შემთხვევაშიც ძალიან დაგვეხმარა. ბამბის ან მარლის პატარა ნაჭერი კარგად ჩაალბეთ მცენარის წვენში და მისი გამოყენებით აქტიურად დაიმუშავეთ ღრძილები. გარდა პაროდონტოზის მკურნალობისა, ასე საიმედოდ დაიცავთ თავს გინგივიტისა და სტომატიტის განვითარებისგან.
კალანჰოეს წვენი არაჩვეულებრივი საშუალებაა ნაწოლების სამკურნალოდაც. პირველ რიგში, წაისვით სხეულის პრობლემურ მონაკვეთებზე ფურაცილინის მალამო და შემდეგ კარგად დაიმუშავეთ ეს მონაკვეთები კალანჰოეს წვენით (ზემოდან გადაიხვიეთ დოლბანდი). თუ ამ პროცედურას დღეში 2-ჯერ ჩაიტარებთ, ძალიან მალე ნაწოლებისგან კვალიც კი არ დარჩება.
თუ თმაში ჭაღარა ნაადრევად შემოგეპარათ, კალანჰოეს წვენი ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. რეგულარულად დაიმუშავეთ თმის ძირები ამ წვენის გამოყენებით, რათა საგრძნობლად შეაფერხოთ გაჭაღარავების პროცესი.
ჰიპერტონიის სამკურნალოდ მოაცალეთ მცენარეს ზედა ფოთლები და გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ ანალოგიური რაოდენობით თაფლი და კარგად გადაურიეთ. მზა ნარევი მიირთვით 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.
როგორც ხედავთ, კალანჰოე მართლაც უნიკალური მცენარეა, რომელსაც აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!