თაფლიანი გოგრა სწორედ ის არის, რაც ღვიძლის გასაწმენდად და მის აღსადგენად გჭირდებათ

1102

თუ ჰეპატიტი გადაიტანეთ ან ჩაიტარეთ მედიკამენტოზური კურსი, აუცილებლად მიიღეთ თაფლისა და გოგრის ნაზავი, რომლის მომზადებასაც დღეს გასწავლით.

როგორც მოგეხსენებათ, თაფლი ერთ-ერთი უძლიერესი ბუნებრივი იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა, რომელიც ებრძვის ანთებას, მავნე ბაქტერიებსა და მიკროორგანიზმებს. მის მიღებას რეკომენდაციას უწევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დააავადებების დროსაც.

რაც შეეხება გოგრას, ამ ხელმისაწვდომი პროდუქტის სამკურნალო პოტენციალის შესახებ ყველას არაერთხელ გვსმენია. ორივე პროდუქტის კომბინირებით ვიღებთ ძლიერმოქმედ საშუალებას, რომელსაც აქვს დადებითი გავლენა მთელ ორგანიზმზე და პრაქტიკულად ყველა ორგანოს მუშაობაზე. ეფექტურია ეს ნარევი თირკმელებისა და ნაჭვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადებების დროსაც.

როგორ მოვამზადოთ სამკურნალო ნაზავი?

  1. ვიღებთ დიდი ზომის გოგრას (დაახ. 9 კგ), ვასუფთავებთ კანისგან და ვატარებთ ხორცსაკეპში ან ვაბლენდერებთ თავის გულთან და თესლთან ერთად. მიღებულ ფაფისებრ მასა ვუმატებთ 5 კილოგრამ ნატურალურ თაფლს და კარგად ვურევთ.
  2. მზა ნარევი უნდა დავაყოვნოთ 10 დღე-ღამით, შემდეგ კი რამდენიმე ფენად გადაკეცილი მარლის ან დოლბანდის დახმარებით ვწურავთ ბოლომდე. მარლაზე დარჩენილი რბილობი შეგიძლიათ გადააგდოთ
  3. გამოწურული მასა მიიღეთ 50 გრამის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ასე მარტივად გაიწმენდთ ღვიძლს, გაიუმჯობესებთ მის მუშაობას და აღიდგენთ ძალებს სხვადასხვა დაავადებების გადატანის შემდეგ. განსაკუთრებით სასარგებლოა ეს საშუალება მათთვის, ვინც ჰეპატიტი გადაიტანა.

ეს საშუალება ძალიან ეფექტურია უძილობის დასამარცხებლადაც. მიირთვით ამ ინსტრუქციით მომზადებული გოგრისა და თაფლის ნარევი, რათა გაიუმჯობესოთ გონებრივი შესაძლებლობები, გაიძლიეროთ იმუნიტეტი, აღიდგინოთ კარგი მხედველობა და მოამარაგოთ ორგანიზმი მისი გამართული მუშაობისათვის აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა, ანემიის დამარცხება, გაცხიმოვნებისა და შეშუპების წარსულში მოტოვება – მცირე ჩამონათვალი იმ უპირატესობებისა, რომელთაც ეს საშუალება მოგცემთ.

აქვე უნდა ავღნიშნოთ ისიც, თუ რამდენად სასარგებლოა ორგანიზმისათვის გოგრის თესლი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საუბარი სხეულში მოხვედრილი ჭიების, პარაზიტებისა და მათი კვერცხების განადგურებაზე მიდის.

შეჭამეთ დაძინების წინ 100 გრამი გოგრის თესლი მცირეოდენ თაფლთან ერთად, დილით კი დალიეთ 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი. თუ ყოველდღიურად ასე მოიქცევით, სწრაფად გაანადგურებთ პარაზიტებს და გაიუმჯობესებთ ნაწლავების პერისტალტიკას.

გაითვალისწინეთ, რომ ზეთის მიღებას ახასიათებს საფაღარათო ეფექტი. მისი მირთმევიდან მომდევნო ერთი ან ორი საათის განმავლობაში სახლიდან არ უდნა გახვიდეთ.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ ჩვენი დღევანდელი სტატია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!