წიწიბურას ძალიან გემრიელი კოქტეილი თქვენს სხეულს ბოლომდე გარდასახავს. ზაფხულამდე ჯერ კიდევ არის დრო

ზამთრისა და გაზაფხულის დღესასწაულების შემდეგ იდეალური დროა, რომ ზაფხულისთვის ფორმაში ჩადგომაზე დავიწყოთ ზრუნვა. ეს არც ისეთი რთულია, თუ თქვენ რამდენიმე ეფექტური დიეტა გაქვთ არსენალში. დღეს ჩვენ გთავაზობთ სიახლეს, წიწიბურას კოქტეილს წონის დასაკლებად. ეს კოქტეილი ეკოლოგიური, პრაქტიკული და საუცხოოა ერთდროულად. გარდა წონის დაკლებისა, წიწიბურას კოქტეილით თქვენ გაიწმენდთ სხეულს ტოქსინებისგან და წიდებისგან.

რატომ არის კარგი წიწიბურას კოქტეილი?

ცხიმმწველი სასმელი, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს მთელ ორგანიზმზე, მზადდება სწრაფად და მარტივად, თანაც მისთვის არაერთი სასარგებლო თვისებაა დამახასიათებელი.

  1. იგი აძლიერებს კუჭის მოძრაობას, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
  2. აძლიერებს მეტაბოლიზმს.
  3. აჯანსაღებს კუჭქვეშა ჯირკვალს.
  4. ასუფთავებს სხეულს ტოქსინებისგან, მეტაბოლიტებისა და რადიონუკლიდებისგან.
  5. დადებით გავლენა აქვს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
  6. ზრდის კუნთების ტონუსს.

როგორ მოვამზადოთ წიწიბურას კოქტეილი?

  1. აიღეთ 1 სუფრის კოვზი წიწიბურა და კარგად დაფქვით ის ბლენდერის ან ყავის საფქვავის გამოყენებით.
  2. დაამატეთ ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი, კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში. დატოვეთ მთელი ღამით.
  3. დილით, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ მინიმუმ 100 მლ და ისიამოვნეთ თქვენს ორგანიზმში მიმდინარე გამაჯანსაღებელი პროცესებით.

ამ რეცეპტის ავტორი გვეუბნება, რომ დიეტა 2 კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, შემდეგ კი 1 თვიანი პაუზის გაკეთებაა აუცილებელი. სულ რაღაც ერთ დღეში წიწიბურას კოქტეილის მეშვეობით 500 გრამი ჭარბი წონისა და ზედმეტი სითხის დაკარგვაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მენიუდან უნდა ამოიღოთ ტკბილეული, შაქარი, ცომეული, ალკოჰოლი და სხვა ჯანმრთელობისთვის საზიანო პროდუქტები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here