როგორ გავანადგუროთ ობი და ავირიდოთ სამომავლოდ მისი გავრცელება მარტივი საშინაო ხსნარით

28501

ცხოვრებაში ერთხელ მაინც პრაქტიკულად ყველა დიასახლისი დავმდგარვართ ისეთი უსიამოვნო მოვლენის წინაშე, როგორიც სახლში ობის გაჩენაა. იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გათავისუფლდეთ ამ პრობლემისგან, აუცილებელია, შექმნათ სოკოს სპორების გამრავლებისათვის არახელსაყრელი პირობები, რომელთაგანაც ობი შედგება.

მართალია, თანამედროვე ბაზარი გვთავაზობს არაერთ სპეციალურ ქიმიურ საშუალებას მოცემული პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა ამ და მსგავს საშუალებებს მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ თავი მათი მაღალი ტოქსიკურობისა და მავნე ქიმიური შემადგენლობის გამო. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ ერთ საკმაოდ მარტივ და ხელმისაწვდომ საშუალებას, რომელიც ობს უპრობლემოდ გაუმკლავდება და მისი კვლავ გაჩენისგან ხანგრძლივი დროით დაგიცავთ.

საშინაო საშუალება ობის წინააღმდეგ

ყველაზე მარტივი გზა ობის წინააღმდეგ საბრძოლველად კონცენტრირებული ძმრის გამოყენებაა, რომელიც ობის 82%-ს ანადგურებს. უბრალოდ ჩაასხით ძმარი სპრეი-ბოთლში და უხვად მიაპკურეთ ის კედლებს, რომლებზეც ობია გავრცელებული. პროცედურის ჩატარების შემდეგ კარგად გაანიავეთ ოთახი, ხოლო 2 საათში გააპრიალეთ კედლები ტენიანი ქსოვილით.

გარდა ძმრის გამოყენებისა, არსებობს ერთი ძალიან ეფექტური საშუალება, რომელიც არა მხოლოდ მარტივად გაუმკლავდება პრობლემას, არამედ მაქსიმალურად ხანგრძლივი პერიოდით დაგიცავთ ობის კვლავ გაჩენისგან. მისი მთავარი ინგრედიენტი ჩაის ხის ზეთია.

ინგრედიენტები: 

  • 4 ჩ.კ. ჩაის ხის ზეთი
  • 400 მლ წყალი
  • 1 ჩ.კ. სპირტი

ინსტრუქცია: 

შეურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთში შემდეგი თანმიმდევრობით: სპირტი, ზეთი, წყალი. მიღებული ხსნარი მოათავსეთ სპრეი-ბოთლში და კარგად მიაპკურეთ კედლებს. ხსნარის ჩამორეცხვა საჭირო არ არის, ის რამდენიმე საათში თავისით შეშრება.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ ეს პრობლემა თქვენც გაწუხებთ, მაქსიმალურად სწრაფად მიიღეთ საჭირო ზომები, რადგან სოკოს სპორები, რომელთაგანაც ობის შედგება, ძალზედ საზიანოა ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.

თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!