კოღეობი და მწერები რამდენიმე მეტრის რადიუსზეც რომ ვერ მოგეკარონ, გამოიყენეთ მარტივი ხრიკი

27072

დაიწყო ცხელი ზაფხული და დაიწყო ლაშქრობებისა და ექსკურსიების დრო. მართალია, ბუნებაში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ახლავს პატარ-პატარა უსიამოვნებებიც. თუ გსურთ, თავი დააღწიოთ აბეზარ კოღოებს აუცილებლად თან უნდა იქონით 2 უმარტივესი პრეპარატი: ქაფურის ზეთი და თქვენი ხელით მომზადებული მიხაკის ნაყენი.

ქაფურის ზეთის შეძენა შეგიძლიათ ნებისმიერ აფთიაქში. ზეთი თხელ ფენად შეიზილეთ მკლავებზე, წვივებზე და გარანტირებული გაქვთ, რომ 1 საათის განმავლობაში კოღო არ მოგეკარებათ. შემდეგ ისევ წაისვით.

ბუნებრივი და ეფექტური საშუალებაა არაყზე დამზადებული მიხაკის ნაყენი. პატარა ქილაში ჩაყარეთ მიხაკის ბუტონები (მთლიანი პაკეტი). ქილა გაავსეთ არყით და 10-14 დღით დადგით სიბნელეში. შიგადაშიგ შეანჯღრიეთ ხოლმე.

ნაყენი გადაიტანეთ პულვერიზატორიან ბოთლში და ხშირ-ხშირად მიისხურეთ ხოლმე კანზე, განსუკუთრებით იმ ადგილებში, რომლებიც სამოსით არ გქვთ დაფარული.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევა და მშვიდად დაისვენეთ!