როდესაც ცხოვრების ხალისი უკვე დაკარგული მქონდა, სახსრების პრობლემებს ნატურალური ნაზავით ვუმკურნალე

7128

სახსრების ძლიერი ტკივილი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მტანჯავდა. მიუხედავად მრავალი სააფთიაქო აბის მიღებისა, პრობლემას ვერაფრით ვუმკლავდებოდი.

ტკივილგამაყუჩებელი აბების რეგულარულმა მოხმარებამ საკმაოდ მძიმე შედეგებამდე მიმიყვანა. გარდა გვერდითი მოვლენებისა და უკუჩვენებებისა, შეიძლება ითქვას, რომ ამ პრეპარატებზე დამოკიდებული გავხდი.

მეგობარი ექიმის რჩევით, რომელიც ხალხური მედიცინის დიდი ქომაგია, საკუთარ თავზე ნატურალური ნაზავი გამოვცადე. დროთა განმავლობაში ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება საგრძნობლად შემცირდა და ცხოვრების ხალისიც დავიბრუნე. დღეს თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, რაც ამ საშინაო საშუალების დამსახურებაა.

როგორ ვუმკურნალოთ სახსრებს 

მთელი კურსისათვის დაგვჭირდება 1 კილოგრამი ნატურალური თაფლი, 1 კილოგრამი წითელი მოცვი და 200 გრამი ნიორი.

მოცვი და ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპში ან მოამზადეთ ფაფა ბლენდერის გამოყენებით. მიღებული მასა შინახეთ მაცივარში ერთი დღით და შემდეგ დაუმატეთ 1 კილოგრამი თაფლი.

დაიწყეთ ამ ნატურალური ნაზავის მიღება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. თქვენი პრობლემის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება დაგჭირდეთ ზედიზედ 2 ან 3 კურსის ჩატარება. ერთი კურსის ხანგრძლივობა – ნაზავის ამოწურვამდე.

განკურნების პროცესი კიდევ უფრო რომ დავაჩქაროთ, რეკომენდებულია თევზის ქონის რეგულარულად მიღება. ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების მაღალი შემცველობის ხარჯზე, მას აქვს დადებითი გავლენა ჩვენს საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე.

არაჩვეულებრივი იქნება, თუ ამ რეკომენდაციების გათვალისწინების პარალელურად, რეგულარულად გაიკეთებთ სპეციალურ კომპრესს, რომელიც სწრაფად აყუჩებს სახსრების ტკივილს.

კომპრესის მოსამზადებლად დაგჭირდებათ თანაბარი რაოდენობით თაფლი და სუფრის უბრალო მარილი (შეგიძლიათ მისი ჩანაცვლება ჰიმალაის ვარდისფერი მარილითაც). შეურიეთ ორივე კომპონენტი ერთმანეთში, უხვად წაისვით მტკივან სახსარზე, გადაიკარით პოლიეთილენის პარკი ან სტრეჩი (საკვების პლიონკა) და შეიხვიეთ თბილად. დაიტოვეთ კომპრესი მთელი ღამით.

წითელი მოცვი – სასარგებლო ნივთიერებების უშრეტი წყარო 

წითელი მოცვი, რომელიც იზრდება ველურ პირობებში, წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და მინერალური მარილების საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს, რის გამოც მას ხშირად ვხვდებით ხალხური მედიცინის რეცეპტებში.

ექიმები რეკომენდაციას უწევენ მის რეგულარულად მირთმევას ნივთიერებათა ცვლის პროცესების დარღვევის დროს, ანემიისას, ჰიპერტონიისა და გლაუკომის შემთხვევაში, კუჭის, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებების დროს, შაქრის დონის მოჭარბებისას, რევმატიზმისა და ფილტვების ტუბერკულოზის შემთხვევაში, ათეროსკელროზისა და გაცხიმოვნების დროს. ახლა ხვდებით, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია წითელი მოცვი, არა?

გარდა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გაძლიერებისა და გაჯანსაღებისა, მას აქვს დადებითი გავლენა ჩვენს სისხლძარღვებზე, სისხლში პროტრომბინის დონეზე და შიდა სეკრეციის ჯირკვლების მუშაობაზე.

მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის რეკომენდებულია შემდეგი ნაზავი: 1 კილოგრამი წითელი მოცვლი და 200 გრამი ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპში. მიღებულ ფაფას დაუმატეთ 100 გრამი თაფლი, კარგად ამოურიეთ და მოათავსეთ მინის ქილაში. დააყოვნეთ ეს საშუალება 3 დღე-ღამის განმავლობაში მაცივარში, შემდეგ კი დაიწყეთ მისი მიღება 1 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა – ნაზავის ამოწურვამდე.

ართრიტის დროს საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას წითელი მოცვის ფოთლებისაგან მომზადებული ნაყენი. ახალგაზრდა ღეროებსა და ფოთლებს დაასხით ოჯახის არაყი (ორივე ინგრედიენტი აიღეთ თანაბარი რაოდენობით) და დააყოვნეთ ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 1 კვირის განმავლობაში. 1 სუფრის კოვზი მომზადებული ნაყენი გახსენით 1 ჭიქა თბილ ანადუღარ წყალში, კარგად მოურიეთ და გაყავით ორ ულუფად. პირველი ულუფა მიირთვით დილას, უზმოზე, ხოლო მეორე ულუფა – საღამოს, დაძინების წინ.

ანგინის სამკურნალოდ გამოდგება შემდეგი რეცეპტი: 1 ჭიქა მოცვის წვენში დაამატეთ 3 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი და კარგად მოურიეთ. მიღებული საშუალება გამოივლეთ პირის ღრუში და გადმოღვარეთ (არ გადაყლაპოთ). ჩაიტარეთ პროცედურა დღის განმავლობაში რამდენჯერმე ანგინის სრულ განკურნებამდე.

წითელი მოცვი მართლაც ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელსაც დადებითი გავლენა აქვს მთელ ჩვენს ორგანიზმზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას!