ხელების საუკეთესო მადეზინფიცირებელი და ბიუჯეტური საშუალება ექიმ კომაროვსკის რეცეპტით

0
2722

ხელების სისუფთავე – კარგი ჯანმრთელობის საწინდარი! ჩვენს დროში ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხელების რეგულარულად ბანვა – მხოლოდ ასეა შესაძლებელი, თავიდან ავირიდოთ სხეულში ვირუსების, ბაქტერიებისა და სხვა მავნე მიკოორგანიზმების მოხვედრა.

საუკეთესო ვარიანტი იდეალური სისუფთავის შესანარჩუნებლად ხელების მაქსიმალური სიხშირით ბანვაა, თუმცა ამ მარტივი რუტინის შესრულებას ყოველთვის ვერ ვახერხებთ. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებლად უნდა მოგვეპოვებოდეს სპეციალური ანტისეპტიკური საშუალება.

ხელების რომელ ანტისეპტიკურ საშუალებას მივანიჭოთ უპირატესობა? რა თქმა უნდა, თქვენ უახლოეს აფთიაქში შეგიძლიათ სხვადასხვა მარკისა და წარმოების ანტისეპტიკური საშუალებების შეძენა, თუმცა მათი ხარისხი, ეფექტურობა და ბიუჯეტურობა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ექიმ კომაროვსკის რჩევით, ხელების საუკეთესო მადეზინფიცირებელი საშუალება თავად უნდა მოამზადოთ სახლში.

ხელების საუკეთესო ანტისეპტიკი სახლის პირობებში

ინგრედიენტები:

  • 240 მლ სამედიცინო სპირტი
  • 15 მლ წყალბადის ზეჟანგი (3%-იანი)
  • 5 მლ სამედიცინო გლიცერინი
  • 60 მლ წყალი

ინსტრუქცია:

  1. სამედიცინო სპირტს დაუმატეთ ჯერ წყალბადის ზეჟანგი და შემდეგ გლიცერინი. კარგად გადაურიეთ.
  2. მიღებული ნარევი მოათავსეთ სპრეი-ბოთლში, დაუმატეთ მოცემული რაოდენობით წყალი და კარგად შეანჯღრიეთ.
  3. ხელების საუკეთესო მადეზინფიცირებელი საშუალება მზად არის!

აუციებლად ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here