ეს სწორედ ის პროდუქტებია, რომელთაც თქვენი დაცვა კიბოსგანაც კი შეუძლია

1113

სისტემური კვლევებისა და მეტა-ანალიზების 185 ზედამხედველობითი კვლევის გაერთიანებული შედეგების თანახმად, რომელიც ჯამში 135 მილიონი ადამიანის მონაცემს და 58 კლინიკური კვლევის (თითოეულ მათგანში მონაწილეობდა 4635 ზრდასრული ადამიანი) შედეგებს აერთიანებს, ყოველდღიურად მირთმეული 25-29 გრამი საკვები უჯრედისის დადებითი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე – საოცრად დიდია!

დამტკიცებულია, რომ ყოველდღიურად ამ რაოდენობით საკვები უჯრედისის მიღებით, სიკვდილიანობა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს განპირობებული ის, საგრძნობლად მცირდება. მაგალითად, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იმ პაციენტებში, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან იტანჯებიან და ყოველდღიურად საკმარის უჯრედისს იღებენ, 15-30%-ით უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც უარს ამბობენ უჯრედისით მდიდარ საკვებზე.

გარდა ამ სტატისტიკური მონაცემისა, არაერთი კვლევით დამტკიცებულია, რომ ყოველდღიურად საჭირო რაოდენობით უჯრედისის მირთმევით გულის იშემიური დაავადების, ინსულტის, მე-2 ტიპის დიაბეტისა და კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკი დაახლოებით 24%-ით მცირდება.

ყველა კვლევის, აბსოლუტურად ყველა პაციენტის მონაცემისა და ხანგრძლივი დაკვირვებების საერთო შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დღეში 25 გრამიდან 29 გრამამდე საკვები უჯრედისის მიღება სავსებით საკმარისია, რათა შევინარჩუნოთ კარგი ჯანმრთელობა დიდი ხნით. თუ ამ რაოდენობას გადავაჭარბებთ, თუნდაც 10 გრამით, შევძლებთ ორგნიზმისთვის დამატებითი დამცავი ბარიერის შექმნას და პრაქტიკულად ყველა არაინფექციური დაავადების განვითრების რისკის 13-33%-ით შემცირებას.

ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კვლევის ყველა მონაწილეში, რომელთაც დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით უჯრედისს აძლევდნენ, ქოლესტერინის დონის შემცირება აღინიშნებოდა. წონის დაკლება და ფიგურის კორექტირება – დამატებითი ბონუსი, რომელსაც საკმარისი რაოდენობით უჯრედისის მირთმევის შედეგად ვიღებთ.

ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, გირჩევთ, აუცილებლად შეიტანოთ ყოველღიურ კვების რაციონში უჯრედისით მდიდარი პროდუქტები. როგორც უკვე გითხარით, ასე არა მხოლოდ მრავალი დაავადების პროფილაქტიკასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედ წონის დაკლებას, სხეულის ლამაზი ფორმების მოპოვებას, გლუკოზისა და ლიპიდების დონის დარეგულირებას შეძლებთ.

უჯრედისის შემცველობით ლიდერი პროდუქტებია:

  • ქატო (უჯრედისის 44%)
  • გამშრალი ან ახალი ნუში (15%)
  • მწვანე ბარდა (12%)
  • ხორბალი (9,6%)
  • მთელმარცვლეული პური (8,5%)
  • არაქისი (8,1%)
  • პარკოსნები (7%)
  • ქიშმიში (6,8%)
  • ოსპი (3,8%)
  • ახალი მწვანილი (3,8%)
  • ახალი სტაფილო (3,1%)
  • ბროკოლი (3%)
  • კომბოსტო (2,9%)
  • ვაშლი (2%)
  • თეთრი ფქვილი (2%)
  • კარტოფილი (2%)
  • ბრინჯი (0,8%)
  • გრეიპფრუტი (0,6%)

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!