რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, სიბერეს ვერსად გავექცევით. ასაკის მატების პარალელურად ჩვენ გვიუარესდება მეხსიერება, გვიქვეითდება მხედველობა, გვისუსტდება საყდენ-მამოძრავებელი აპარატი და ა.შ. როგორ გავექცეთ ამ უსიამოვნო მოვლენებს? მართალია, სიბერეს გვერდს ვერ ავაქცევთ, თუმცა სავსებით შესაძლებელია, რომ 70 წლის შემდეგაც კი გამოვიყურებოდეთ ლამაზად, მხნედ და ენგიულად.
კარგი ჯანმრთელობა ღრმა სიბერემდე რომ შევინარჩუნოთ, აუცილებლად უნდა ვიკვებოთ შესაბამისად. სამედიცინო პრეპარატების მიღების ნაცვლად, გაამდიდრეთ თქვენი კვების რაციონი დღევანდელ სტატიაში წარმოდგენილი პროდუქტებით, რათა 80%-ით გაიუმჯობესოთ მეხსიერება, მხედველობა და აღიდგნოთ სახსრები.
15 ნატურალური პროდუქტი, რომელიც გაგიუმჯობესებთ ტვინის მუშაობას და მხედველობას!
№1 – როზმარინი
ერთ-ერთი უძლიერესი ინგრედიენტი, რომელსაც დადებით გავლენა აქვს ჩვენს მეხსიერებაზე და კონცენტრაციის უნარზე. როზმარინი შეგიძლიათ მოათავსოთ პატარა ტომრებში და ჩამოკიდოთ თქვენი სახლის კუთხეებში, რათა მისმა სასიამოვნო არომატმა იმოქმედოს თქვენს ნერვულ სისტემაზე. როზმარინის ეთერზეთით შეგიძლიათ იკეთოთ საფეთქლების მსუბუქი მასაშიც, ან უბრალოდ ჩაამატოთ სხვადასხვა გემრიელ კერძებში.
№2 – ჭარხალი
ეს ბოსტნეული აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში, განსაკუთრებით კი თავის ტვინში, რაც ძალზედ მნიშნელოვანია კარგი მეხსიერებსია და მხედველობისთვის.
№3 – კვერცხი
როგორც მოგეხსენებათ, ქათმის მოხარშული კვერცხი ცილებისა და სხვა სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების ძალიან დიდი ბუნებრივი წყაროა. თუ კარგი ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ, რეგულარულად მიირთვით მოხარშული კვერცხი.
№4 – თევზი
ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავების რეკორდული შემცველბით გამორჩეული ეს პროდუქტი სასარგებლოა აბსოლიტურად ყველა ადამიანისთვის. მიირთვით თევზის ცხიმიანი სახეობები რაც შეიძლება ხშირად, რათა გაიუმჯობესოთ არა მხოლოდ თავის ტვინის მუშაობა, არამედ გაიჯანსაღოთ მთელი ორგანიზმი.
№5 – ავოკადო
ეს ტროპიკული ხილი სტიმულირებს თავის ტვინისთვის საკმარისი რაოდენობით სისხლის მიწოდების პროცესს.
№6 – მოცვი
ანტიოქსიდანტებით მდიდარი კენკრის ეს სახეობა არაჩვეულებრივია მთელი ჩვენი ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით კი თავის ტვინისთვის.
№7 – ხახვი
მოცემულ ბოსტნეულს აქვს დადებითი გავლენა ჩვენს მეხსიერებაზე. მიირთვით ხახვი ყოველთვის ნედლი სახით.
№8 – მთელი მარცვლეული
ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟვებით, უჯრედისითა და რთული ნახშირწყლებით მდიდარი ეს პროდუქტები სტიმულირებს ტვინის მუშაობას.
№9 – პომიდორი
ყველასათვის საყვარელი ეს ბოსტნეული მდიდარია ლიკოპინებით – ნივთიერება, რომელიც იცავს ჩვენს ტვინის უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან.
№10 – მწვანე ჩაი
თუ დღის განმავლობაში 2 ან 3 ფინჯან მწვანე ჩაის მიირთმევთ, შეძლებთ მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებას. ეს სასმელი დადებითად მოქმედებს ჩვენი კონცენტრაციის უნარზე და კოგნიტურ ფუნქციებზეც კი.
№11 – შავი შოკოლადი
დიდსა თუ პატარას, ყველას გვიყვარს შავი შოკოლადი, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებსა და კოფეინს შეიცავს. ორივე ნივთიერება გვიუმჯობესებს კონცენტრაციის უნარსა და მეხსიერებას.
№12 – რკო
არაჩვეულებრივი პროდუქტი, რომელიც მდიდარია ვიტამინ B12-ითა და ფოლიუმის მჟავით. რკო გვიუმჯობესებს მეხსიერებას და იცავს ჩვენს ტვინს დაზიანებისგან.
№13 – ნიგოზი
ის სტიმულირებს ჟანგბადის მიწოდების პროცესს ჩვენი თავის ტვინისთვის, მდიდარია სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებითა და ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებით, რომლებიც აძლიერებს თავის ტვინის სისხლძარღვების კედლებს.
№14 – კურკუმა
ჩვენს არაერთხელ გვისაუბრია ამ პროდუქტის სასარგებლო თვისებების შესახებ. ის შეიცავს კურკუმინს, ნივთიერებას, რომელიც ებრძვის ანთებას და აუმჯობესებს ჩვენს მხესიერებას.
№15 – ვაშლი
ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარ ამ ხილს დადებით გავლენა აქვს მთელ სხეულზე, მათ შორის ტვინის მუშაობაზეც კი.
გარდა მეხსიერების და მხედველობის გაუმჯობესებისა, თუ ამ პროდუქტებს მაქსიმალურად ხშირად მიირთმევთ, შეძლებთ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის გაძლიერებას და მთელი სხეულის გაჯანსაღებას.
არ დაგავიწყდეთ ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვისაც. გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას!