როგორ გავიღიავოთ და გავიქროთ სხეულის სხვადასხვა მიდამოებში გაჩენილი მუქი ლაქები

7601

პიგმენტური ლაქები განსაკუთრებით კანის იმ ნაწილებზე ჩნდება, რომლებიც განიცდის მზის გადაჭარბებულ ზემოქმედებას.

მუქი ლაქების საწინააღმდეგო საშუალებათა შორის საკმევლის ზეთი ერთ-ერთი საუკეთესოა.

საკმევლის ზეთი ანტიასაკობრივი საშუალებაა, საუკეთესოა მშრალი კანისთვის, ატენიანებს კანს,  ამცირებს ნაოჭებს, აკნეს ნაწიბურებს, სტრიებს, ქავილს, გაღიზიანებას.

ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებების წყალობით საკმევლის ზეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ აკნეს ან კანის სხვა ანთებების სამკურნალოდ.

დღეში 2-ჯერ, დილა-საღამოს, საკმევლის ზეთის 1-2 წვეთი შეიზილეთ კანის პრობლემურ ადგილებზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქუსლების კანის დასარბილებლად და დაბზარული ქუსლების სამკურნალოდ.

საკმევლის ზეთის გამოყენებამდე გაიკეთეთ ტესტი ალერგიაზე. მოცემული ზეთის წვეთი წაისვით იდაყვის შიგნითა მხარეს კანზე და დააკვირდით რეაქციას.

საკმევლის ზეთის ბაზაზე შეგიძლიათ ჰაერის დამატენიანებელი  ბუნებრივი არომატის დამზადება.

10-15 მლ წყალს დაამატეთ საკმევლის ზეთის 6 წვეთი და მოათავსეთ არომატის ნათურაში.

საკმევლის ზეთის შეძენა შეგიძლიათ აფთიაქში ან სპეციალიზებულ მაღაზიებში.