ქალბატონების ნამდვილ ასაკს ყველაზე ხშირად არა სახის ან ქუთუთოების, არამედ ხელების კანი გასცემს. მაშინ, როდესაც სახის კანს ვუთმობთ დიდ დროსა და ყურადღებას, ვიკეთებთ სპეციალურ ნიღბებს და ვიტარებთ სხვადასხვა პროცედურებს, ხშირად ვივიწყებთ ხელების კანის შესახებ. ქალბატონებო, გახსოვდეთ, სწორედ ხელებია თქვენი სავიზიტო ბარათი!
რა თქმა უნდა, სალონში რეგულარულად სიარული და სპეციალური პროცედურების ჩატარება არაჩვეულებრივ შედეგს იძლევა, თუმცა ამის დრო და საშუალება ყველას ნამდვილად არ გვაქვს. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? სანერვიულო არაფერია, რადგან არსებობს რამდენიმე ძალიან მარტივი პროცედურა, რომელიც თქვენი ხელების კანს ახალგაზრდობას მინიმალურ დროში დაუბრუნებს. თუ ასეთ პროცედურებს კვირაში დაახლოებით 10 წუთს დაუთმობთ, მიიღებთ შედეგს, რომელიც სალონში ჩატარებული საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურების შედეგს არა უბრალოდ არ ჩამოუვარდება, არამედ აღემატება კიდეც.
დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ საშუალებას, რომელიც ერთდროულად ღრმად წმენდს კანს, აახალგაზრდავებს, აღიავებს და არბილებს მას. შედეგით აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით!
ხელების მოვლა სახლის პირობებში
ჩვენი ხელების კანი მუდმივად მზის ულტრაიისფერი სხივებისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის მავნე ზეგავლენას განიცდის, რის შედეგადაც ისინი საკმაოდ ხშირად ზიანდება.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკვე 60 წლის ხართ, ჩაიტარეთ ეს პროცედურა რეგულარულად და პირობას გაძლევთ, შედეგით ძალიან ნასიამოვნები დარჩებით. ასაკობრივი ლაქები, ნაოჭები და არაჯანსაღი იერსახე უკვე პირველი პროცედურის შემდეგ წარსულში დარცება.
ნიღბები ხელების კანისთვის
დაგჭირდებათ:
- 2 ს.კ. მარილი (უმჯობესია ზღვის)
- 2 ს.კ. საჭმელი სოდა
- 3 ს.კ. ტანის დასაბანი გელი
მომზადება:
- თუ ზღვის მარილს იყენებთ, აუცილებლად კარგად დაფქვით ის ყავის საფქვავის გამოყენებით.
- დაფქულ ზღვის მარილში ჩაამატეთ სოდა და ტანის გელი.
- ურიეთ კარგად ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.
როდესაც მასა გამზადდება, კარგად წაისვით ის ხელებზე. მსუბუქი მოძრაობებით იკეთეთ მასაჟი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ ნარევი თბილი წყლით. უკვე პირველი პროცედურის შემდეგ სასიამოვნო ცვლილებები თვალსაჩინო იქნება!
- ამ საშუალების მე-3 ჯერზე გამოყენების შემდეგ თხელი თმა ხელების კანიდან მოგშორდებათ და შეწყვეტს ზრდას.
- უკვე პირველი პროცედურის შემდეგ ხელების კანი საოცრად ხავერდოვანი, ნაზი და მიმზიდველი იქნება. დროთა განმავლობაში ასაკობრივი ლაქები აუცილებლად გაქრება!
- კოჟრები, გარქოვანებული და გაუხეშებული კანი დარბილდება და აიქერცლება.
- სოდისა და ზღვის მარილი იდეალური სკრაბია, რომელიც მყისიერად დაგირბილებთ და გაგილუვებთ კანს ხელებზე.
საკმარისია, ეს პროცედურა ჩაიტაროთ კვირაში მხოლოდ 1-ხელ, რათა ხანმოკლე დროში მიღებული სასიამოვნო შედეგებით დატკბეთ. თუ თქვენ ზედმეტად მშრალი კანი გაქვთ, მიზანშეწონილია ნარევში 1 კოვზი ზეითუნის ზეთის ჩამატება.