ნატურალური ნაზავი ძლიერ ხველას რამდენიმე ღამეში გაუმკლავდება. ასე ვმკურნალობ ჩემს შვილებს

1829

ნაზავი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, მარტივად გაუმკლავდება ხველის ძლიერ ფორმასაც კი. მას აქტიურად იყენებდა ბებია ყოველთვის, როდესაც მის შვილიშვილებს ეს პრობლემა გვაწუხებდა.

მართალია, დღესდღეობით აფთიაქების დახლებზე ხველის საწინააღმდეგო სპეციალური საშუალებების დიდი არჩევანია, თუმცა როგორც ყველამ კარგად ვიცით, ამ და მსგავსი სააფთიაქო პრეპარატებისთვის არაერთი გვერდითი მოვლენაა დამახასიათებელი.

სწორედ ამ მიზეზის გამო, გირჩევთ, ყოველთვის მიანიჭოთ უპირატესობა ნატურალურ ნაზავებს, რომლებიც ეფექტურობით ძვირადღირებულ სააფთიაქო პრეპარატებს ნამდვილად არ ჩამოუვარდება. ყველაზე სასიამოვნო კი ის ფაქტია, რომ ხველის განკურნების პარალელურად, ამ ნატურალური ნაზავით არ დაიზიანებთ ჯანმრთელობას.

კვერცხის სამკურნალო ნაზავის მოსამზადებლად მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას: აადუღეთ ერთი ჩაის ჭიქა რძე, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი კარაქი და ერთი სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი.

ცალკე ჭურჭელში კარგად ათქვიფეთ ერთი კვერცხის გული 1/4 ჩაის კოვზ საჭმელ სოდასთან ერთად. მიღებული ნაზავი დაუმატეთ ცხელი რძისა და კარაქის ნარევს, შემდეგ კიდევ ერთხელ კარგად მოურიეთ.

დაძინებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე დაიწყეთ ამ სასმელის მიღება პატარ-პატარა ყლუპებით და დალიეთ ბოლომდე. ულუფა, რომელსაც მიიღებთ, გეყოფათ ერთ გამოყენებაზე.

ძალიან ეფექტურია ეს საშუალება არა მხოლოდ ხველის დროს, არამედ ბრონქიტისა და ლარინგიტის სამკურნალოდაც.

გარდა ამ ნაზავისა, ძლიერ ხველას ეფექტურად უმკლავდება კიდევ ერთი საკმაოდ იოლად მოსამზადებელი საშინაო საშუალება: ერთ ჭიქა ცხელ რძეს ვუმატებთ ერთი კვერცხის მსუბუქად ათქვეფილ ცილას, ერთ სუფრის კოვზ ნატურალურ თაფლსა და ამავე რაოდენობით ოჯახის არაყს.

მიღებული სასმელი დალიეთ საღამოს საათებში, დაძინების წინ. სასიამოვნო შედეგს ასეთი სასმელის მირთმევიდან უკვე მეორე დღეს იხილავთ.

ამოირჩიეთ თქვენთვის სასურველი რეცეპტი და შეუდექით მკურნალობას ამ საშინაო საშუალებებით. დალიეთ სამკურნალო სასმელი ყოველ საღამოს სრულ განკურნებამდე.

ორივე საშუალების ეფექტურობა ეჭვგარეშეა, რაც საკუთარ თავზე და ჩემს შვილებზე მაქვს გამოცდილი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!