ნიგვზის სასარგებლო თვისებების შესახებ ხალხურ მედიცინაში ნამდვილი ლეგენდები დადის. მთელ მსოფლიოში მოცემული პროდუქტის ასეთი პოპულარობა განპირობებულია არა მხოლოდ მისი მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით, არამედ საოცრად უჩვეულო და გაჯერებული გემოთი.
იცოდით, რომ ნიგოზს აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე? რეგულარულად ამ უგემრიელესი ნაყოფის გონივრული რაოდენობით მირთმევით, თქვენ შეძლებთ არაერთი სერიოზული დაავადების თავიდან არიდებას და ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
ნიგვზის სასარგებლო თვისებები
1. სტიმულირებს თავის ტვინის მუშაობას
ნიგოზი თავისი ფორმით თავის ტვინს ძალიან ჰგავს. გარდა ამ საოცარი მსგავსებისა, მოცემულ პროდუქტს მართლაც რომ ძალიან დადებითი გავლენა აქვს თავის ტვინის მუშაობაზე. ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავები, რომელთაც ჭარბად შეიცავს ნიგოზი, აქტიურად მონაწილეობს თავის ტვინის ჯანსაღი უჯრედების ფორმირებაში.
2. გვანაყრებს სწრაფად
როგორც უკვე ვახსენეთ, ნიგოზი საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია (100 გრამში – 654 კალორია). კუჭში მოხვედრისას მოცემული პროდუქტი ძალიან ნელა გადამუშავდება, რის ხარჯზეც, სინაყრის შეგრძნება მაქსიმალურად ხანგრძლივი დროით გვინარჩუნდება. სასარგებლო მკვებავი ნივთიერებების მაღალი შემცველობის ხარჯზე, ნიგოზს აქვს დადებითი გავლენა კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობაზე.
3. ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ნიგოზი აუმჯობესებს და აძლიერებს უჯრედების იმ ფენას, რომელიც განთავსებულია სისხლძარღვების კედლების ზედაპირზე. გარდა ამისა, ის არეგულირებს სისხლის წნევას და თავიდან გვარიდებს სისხლის შედედებას.
ნაყენი, რომელიც მზადდება მწვანე კაკლისგან, გამოიყენება გულის იშემიური დაავადებების: სტენოკარდიის, არითმიისა და ინფარქტის სამკურნალოდ.
4. გამოიყენება კოსმეტოლოგიაში
კაკლის ზეთი, რომელიც იყიდება აფთიაქებსა და ჰიპერმარკეტებში, გამოიყენება არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ კოსმეტიკური მიზნებისთვისაც. მოცემულ პროდუქტს აქვს გამაახალგაზრდავებელი გავლენა ჩვენს კანზე, ის აძლიერებს ფრჩხილებს, აუმჯობესებს ჩვენი თმის მდგომარეობას და ა.შ. კაკლის ზეთზე მზადდება ანთების საწინააღმდეგო სპეციალური ნიღბები, რომლებიც გამოდგება ნებისმიერი ტიპის კანისთვის.
5. ამდიდრებს ორგანიზმზს იოდით
იოდით მდიდარი ნიგოზი ძალიან სასარგებლო პროდუქტია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები აწუხებთ. როგორც მოგეხსენებათ, იოდი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, მისი ოპტიმალური დონის შენარჩუნება კი ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია. რატომ გვიშავდება ხელები მწვანე კაკლის გარჩევის შემდეგ? ეს მოვლენა მოცემულ პროდუქტში ჭარბი რაოდენობით შემავალი იოდითაა განპირობებული.
ნიგოზი ჩვენს პლანეტაზე მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, რომელიც უნდა მივირთვათ რეგულარულად, თუმცა აუცილებლად გონივრული ულუფებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის გამოსადეგარი აღმოჩნდება. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც!