კრემი “შეუდარებელი ქუსლები” საკუთარი ხელით. ღია ფეხსაცმლის სეზონისთვის ჩემი ქუსლები ყოველთვის არჩვეულებრივად გამოიყურება

1156

ქუსლების გაუხეშებული კანი – ძალზედ გავრცელებული პრობლემა. ამ უსიამოვნო მოვლენის გამომწვევი ძირითადი მიზეზი უხარისხო, არაკომფორტული ფეხსაცმელია, რომელიც არ ატარებს საკმარისი რაოდენობით ჰაერს იმისთვის, რომ კანმა ისუნთქოს.

მთელი საქმე იმაშია, რომ ჩვენი ფეხები დროის დიდ ნაწილს დახურულ სივრცეში ატარებს, რის შედეგადაც კანი ოფლიანდება, იღლება, შრება და იბზარება. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ ქუსლებთან დაკავშირებული პრობლემები, საკმარისია ამ ერთი მარტივი საშუალების გამოყენება.

საუკეთესო კრემი ქუსლებისთვის

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 20 გ გულყვითელას მალამო;
  • 10 გ თხევადი ვიტამინ A (1 კაფსულა).

გულდასმით შეურიეთ ეს ორი ინგრედიენტი ერთმანეთში პატარა ჭურჭელში. სულ ეს არის, სასწაულმოქმედი კრემი მზადაა! 1 კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს დაიმუშავეთ ქუსლები პემზით, წაისვით თქვენ მიერ მომზადებული კრემი, ამოიცვით წინდები და გაეშურეთ დასაძინებლად.

მკურნალობის ამ კურსის შემდეგ ქუსლებზე არსებული ბზარები მთლიანად ხორცხდება, ხოლო კანი გლუვი და ტენიანი ხდება. თუ თქვენ გაწუხებთ ქუსლებთან დაკავშირებული პრობლემები, აუცილებლად მიმართეთ ამ საშუალებას დახმარებისთვის!