ბანანი და კუჭ-ნაწლავის ტრაქტი – რა კავშირია მათ შორის?

11888

ბანანი მთელ პლანეტაზე ყველაზე პოპულარული ხილია. იგი შეიცავს დიდი რაოდენობით ბოჭკოებს, ოქსიდანტებს, კალიუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, სპილენძს, ვიტამინ B6-ს, ვიტამინ C-ს, ბანანი შეიცავს მცირე რაოდენობით ცილებს, ნახშირწყლებს და ძალიან მცირე რაოდენობით_ ცხიმებს.

ჰიპოალერგიული პროდუქტი

უამრავი სასარგებლო საკვები ნივთიერებით გაჯერებული ბანანი იშვიათად იწვევს ალერგიულ რეაქციას. სწორედ ამიტომ, ის ერთ-ერთი პირველი პროდუქტია, რომელიც დასაშვებია მეძუძური დედებისთვის და ბავშვებისთვის.

ბანანი_ კალიუმის ბუნებრივი წყარო

კალიუმი მთავარი და აუცილებელი ელემენტია ღვიძლის, ტვინის, ძვლების, კბილებისა და კუნთებისთვის. ზრდასრულმა ადამიანმა დღეში უნდა მიიღოს 3-4 გრ კალიუმი.

კალიუმი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას. ვისაც აწუხებს შეშუპება, შეუძლია მიირთვას  ბანანი.

ბანანი_ ბოჭკოების ბუნებრივი წყარო

გარდა კალიუმისა, ბანანი დიდი რაოდენობით შეიცავს ბოჭკოებს. ამ კომპონენტის წყალობით ბანანი ყაბზობის საწინააღმდეგოდ და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართულად ფუნქციონირებისთვის საუკეთესო საშუალებაა.

არსებოს მოსაზრება, რომ ბანანი ხსნის კუჭის წყლულით გამოწვეულ ტკივილს. ბანანი დადებითად მოქმედებს კუჭის ლორწოვანი გარსისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აღდგენაზე.

გასტრიტისა და კუჭის სხვა პრობლემების დროს რეკომენდებულია პექტინითა და სახამებლით მდიდარი ბანანის მირთმევა.

ბანანი გულძმარვის საწინააღმდეგო საშუალება

ბანანი ასევე დაგეხმარებათ გულძმარვის დაძლევაში. საქმე ის არის, რომ ბანანის რბილობი შთანთქავს კუჭის წვენს. თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ უგემრიელესი ნაყოფი მხოლოდ გულძმარვის სიმპტომებსა და ტკივილს ხსნის, მაგრამ არ აღმოფხვრის მიზეზს.

ბუნებრივი შაქრის წყარო

ბანანი ერთ-ერთი ტკბილი ხილია. სწორედ ამიტომ, უგემრიელესი ნაყოფის მირთმევა არ არის რეკომენდებული დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის.

ბანანი ხელს უწყობს ძალის აღდგენას, აღგავსებთ ენერგიით.

და ბოლოს, ბანანი_ გემრიელი ანტიდეპრესანტი

ბანანი სასარგებლოა არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც. ბანანის შემადგენლობაში შემავალი ტრიპტოფანი ორგანიზმში გადაიქცევა სერატონინად_ ბედნიერების ჰორმონად.

მიირთვით ბანანი და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!