ფარისებრი ჯირკვლის მკურნალობა სახლის პირობებში. ექმბაშის ეს რეცეპტები ძალიან დამეხმარა

1657

ყველამ კარგად ვიცით, რომ ფარისებრი ჯირკვალი ჩვენს ორგანიზმში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომლის გამართულ მუშაობაზეც დამოკიდებულია არაერთი მნიშვნელოვანი სისტემის შეუფერხებლად მუშაობა. როდესაც ეს ჯირკვალი მწყობრშია, მთელი ორგანიზმი საათივით გამართულად მუშაობს, თუმცა ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგად ის საკმაოდ ხშირად ზიანდება და თავს იჩენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერიოზული პრობლემები.

ჰიპოთირეოზის დროს

ქერისა და მინდვრისნემსას კომპრესი

ქერის ნატურალურ მარცვლებს და მინდვრისნემსას ბალახს ურევენ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით და ათავსებენ ნატურალური ქსოვილისგან შეკერილ ტომარაში. ტომარას დებენ მდუღარე წყალში 10 წუთით და როდესაც გაგრილდება, იკეთებენ კომპრესს. ეს ტომარა უნდა მიიდოთ გადიდებულ ჩიყვზე და გაიჩეროთ არაუმეტეს 2 საათისა.

ცივი კომპრეს თიხისგან (ცისფერი, თეთრი, ყვითელი)

თიხა განაზავეთ იმ რაოდენობით წყლით, რომ მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენცია. წაუსვით ის მარლაზე ან დოლბანდზე 1 სანტიმეტრი სისქის ფენად და მიიდეთ გადიდებულ ჩიყვზე. დაიტოვეთ ეს საშუალება სამოქმედოდ 2 საათით. რეკომენდებულია პროცედურის ყოველდღიურად გამეორება სრულ გამოჯანმრთელებამდე.

შვიტის ბალახის კომრესი

როგორც ქერსა და მინდვრისნემსას ნარევს, შვიტის ბალახს ათავსებენ ნატურალური ქსოვილისგან შეკერილ ტომარაში, დებენ მდუღარე წყალში 10-15 წუთით და გაგრილების შემდეგ ითავსებენ გადიდებულ ჩიყვზე 2 საათით.

დიფუზური კვანძოვანი და შერეული ენდემური ჩიყვის დროს

ღორის ქონი და აბზინდა

2 სუფრის კოვზ ღორის ქონში ამატებენ 1 სუფრის კოვზ დაფქულ აბზინდას. მიღებული მასა უნდა წაუსვათ საშუალო სისქის ფენად დოლბანდზე ან მარლაზე, დაიფინოთ კისერზსე, შეიხვიოთ თბილად და გაიჩეროთ 40 წუთით. ამ კომპრესის გაკეთება რეკომენდებულია დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე. კურსის ხანგრძლივობა – 45 დღე.

ქრისტესსისხლას სავლები

1 სუფრის კოვზ ქრისტესსისხლას დაფქულ, გამომშრალ ბალახს ასხამენ 1 ლიტრ მდუღარე წყალს, აყოვნებენ 45 წუთით თერმოსში და შემდეგ ივლებენ პირის ღრუში.

ეფექტური კომპრესი ახალწარმონაქმნებისა და დიდი კვანძების დროს

პროპორციებით 1:1 ერთმანეთში ურევენ შემდეგ ბალახებს: ლემა, კულმუხო, კონიო, მუხის ქერქი, კაკლის ნაჭუჭი. მზა ნარევი დაბალ ცეცხლზე უნდა ხარშოთ 15-20 წუთს განმავლობაში და შემდეგ ჩაალბოთ ნახარშში მარლა ან რამდენიმე ფენად გადაკეცილ დოლბანდი. შემოიხვიეთ ის კისერზე და დაიტოვეთ სამოქმედოდ მთელი ღამით. კურსის ხანგრძლივობა – 30 დღე.

მკურნალობა ქრისტესისხლათი (გამოდგება ჰიპოთირეოზის დროსაც)

შეაგროვეთ ქრისტესისხლა მაისისა და ივნისის თვეებში, გამოაშრეთ ის.

ნახევარ ლიტრიანი ქილის 1/2 შეავსეთ ნედლი ქრისტესსისხლათი (თუ ბალახი გამომშრალია, შეავსეთ ქილის 1/4), დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ ქილას თავსახური და დააყოვნეთ 45 წუთის განამვლობაში. მიირთვით ეს სასმელი 100 მილილიტრის ოდენობით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.

ამ ნაყენს ოდნავ ცხარე გემო აქვს, თუმცა ის არაჩვეულებრივია ფარისებრი ჯირვლის სამკურნალოდ და სხვა არაერთი სერიოზული პრობლემის თავიდან ასარიდებლად.

მიირთვით ის ყოველდღიურად 7 დღის განმავლობაში და შემდეგ გააკეთეთ 2 ან 3 დღიანი შესვენება. რამდენჯერაც მას დალევთ, დააყოლეთ 1 სუფრის კოვზი გახეხილი სტაფილო.

ახლა თქვენ იცით, როგორ უმკურნალოთ ფარისებრ ჯირკვალს სახლის პირობებში, მხოლოდ ნატურალური რეცეპტების გამოყენებით, რომელთა ეფექტურობა საუკუნეებით არის დადასტურებული.

აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ თვითმკურნალობა ნებისმიერ დროს შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. სანამ რაიმეს მიღებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პირად ექიმთან. გისურვებთ ჯანმრთელობას!