პროდუქტები, რომლებიც თავიდან გვარიდებს ინფარქტს, პლუს არაჩვეულებრივად წმენდს არტერიებს

1410

სისხლძარღვების ჩახერგვა და გამუდმებული სტრესი – გულის შეტევის ყველაზე ხშირი პროვოკატორებია.

სისხლძარღვების პრობლემები მრავალი მიზეზით, მათ შორის, არასწორი კვების შედეგადაც ჩნდება. ჯანმრთელობას თავიდანვე ისე უნდა მოვუფრთხილდეთ, როგორც ღირსებას, მიიღოთ მხოლოდ სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტი.

წარმოგიდგენთ იმ პროდუქტების სიას, რომლებიც ხელს უშლის ინფარქტს:

1. ორაგულის ოჯახის თევზეული – შესანიშნავად წმენდს არტერებს, გვეხმარება სტრესული სიტუაციების დაძლევაში, უზრუნველყოფს ორგანიზმს საკვები ნივთიერებებით.

2. ფორთოხლის წვენი – საუბარია მხოლოდ ნატურალურ პროდუქტზე, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, წმენდს ჩახერგილ სისხლძარღვებს და ამცირებს არტერიულ წნევას.

3. ყავა – კლინიკურად დამტკიცებულია, რომ 2-5 ფინჯანი არომატული ყავა დღეში კარგად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებაზე.

4. თხილეული – სასარგებლო ცხიმების ნამდვილი კლონდაიკი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს. განსაკუთრებით სასარგებლოა ნუში და ბერძნული კაკალი.

5. ხურმა – შეიცავს დიდი რაოდენობით სტერინებს და, შესაბამისად, ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

6. კურკუმა – გამოირჩევა ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტით, აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, უბრუნებს კანს ახალგაზრდობას.

7. მწვანე ჩაი – ხელს უწყობს მეტაბოლისტურ პროცესებს, ამშვიდებს, ორგანიზმს ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ენერგიას აძლევს.

8. საზამთრო – აზოტის ოქსიდი, რომელსაც ეს უზარმაზარი კენკრა შეიცავს, აახალგაზრდავებს სისხლძარღვებს და ტოვებს განმაახლებელ ეფექტს.

9. ყველი – მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ პროდუქტის რეგულარული, თუმცა ზომიერი მოხმარება არეგულირებს არტერიულ წნევას.

10. ზღვის კომბოსტო – შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, მინერალებს, პროტეინებსა და ანტიოქსიდანტებს.

11. დარიჩინი – დადებითად მოქმედებს გულის ფუნქციონირებაზე და სასიამოვნო არომატს აძლევს კერძებს.

12. ბროწეული – აუცილებლად მიირთვით როგორც სუფთა სახით, ისე დაწურულიც. იგი შესანიშნავად განკარგავს გულის ფუნქციონიერებას და აძლიერებს სისხლის ცირკულაციას.

13. ზეითუნის ზეთი – საკმარისია სტატისტიკური მონაცემების მოყვანა: გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი 40%-ით მცირდება.

14. ავოკადო – სასარგებლო და გემრიელი ხილი დადებითად მოქმედებს გულის ფუნქციონირებაზე და ახშობს შიმშილის შეგრძნებას.

15. ისპანახი – შეიცავს კალიუმს, ფოლიუმის მჟავასა და რკინას, რომელთა მოხმარებასაც მინიმუმამდე დაჰყავს ფულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

აუცილებლად მიირთვით ჩამოთვლილი პროდუქტი რეგულარულად, თუ გულის ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ.