თმის სასარგებლო საღებავი არსებობს. ნატურალური პროდუქტები, რომლებიც თმას ქიმიურ საღებავებზე უკეთ ღებავს

50172

მე, როგორც ქალბატონების უდიდესი ნაწილი, თმას რეგულარულად ვიღებავ და ამ პროცესით საკმაოდ დიდ სიამოვნებასაც ვიღებ. ყველას ძალიან კარგად გვესმის ის ფაქტი, რომ ქიმიური საღებავების გამოყენება ძალიან საზიანოა არა მხოლოდ ჩვენი თმისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც კი, რადგან სხვადასხვა მავნე ნივთიერებები და ჩვენი ორგანიზმისთვის საშიში ელემენტები თავის კანის ფორების გავლით სისხლში ხვდება. ყველაზე მაღალი ხარისხის თმის სარებავებიც კი დაახლოებით 5000-მდე ჩვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს.

როგორ მოვიქცეთ და სად ვეძებოთ ალტერნატივა? ყავა, ჩაი, ჭარხლისა და სტაფილოს წვენი, ლიმონის წვენი, კაკლის ნაჭუჭი – ნატურალური პროდუქტები, რომლებიც თმის ქიმიურ საღებავებს ჩაგინაცვლებთ. დიახ, არ მოგესმათ! დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ გამოვიყენოთ თითოეული პროდუქტი თმის შესაღებად. დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ.

თმის ნატურალური საღებავები

1. ყავა 

ყავა – იდეალური ინგრედიენტი, თუ თმის შოკოლადისფრად შეღებვა გსურთ. მოამზადეთ ძლიერი ესპრესო, გააგრილეთ და დაუმატეთ 2 ჩაის ჭიქა თმის ჩვეულებრივ კონდენციონერს. ამავე ნარევში ჩაამატეთ 2 სუფრის კოვზი ყავის ნალექი და კარგად გადაურიეთ. მიღებული მასა კარგად წაისვით თმის მთელ სიგრძეზე, გაიჩერეთ ერთ საათით და მოიშორეთ წყლით, შემდეგ დაიბანეთ თავ შამპუნით.

2. ჩაი

თუ თქვენი თმის ბუნებრივი ფერის გამოკეთვა და ჭაღარების შენიღბვა გსურთ, ჩაი სწორედ ის პროდუქტია, რომელზეც არჩევანი უნდა შეაჩეროთ. დაახლოებით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალში მოათავსეთ ჩაის 3 ან 5 ბალიში და მიეცით დრო გასაგრილებლად. ოთახის ტემპერატურის სასმელით კარგად დაიმუშავეთ თმა და გაიჩერეთ ერთი საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ. ძლიერი ესპრესოს მსგავსად, შეგიძლიათ ჩაი თმის კონდენციონერშიც შეურიოთ.

3. ჭარხლისა და სტაფილოს წვენი

თუ გსურთ, თქვენი თმა ღია წითლად, მსუბუქად შეიღებოს, გამოიყენეთ სტაფილოსა და ჭარხლის წვენი ცალ-ცალკე ან კომბინაციაში. ორივე სასმელი აიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით, კარგად შეურიეთ ერთმანეთში და გაინაწილეთ თმაზე. ზემოდან დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი და შემოიხვიეთ პირსახოცი. დაიტოვეთ ნატურალური საღებავი სამოქმედოდ დაახლოებით ერთი საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

4. ლიმონის წვენი

ლიმონის წვენი – არაჩვეულებრივი პროდუქტი, თუ თმის გაღიავება გსურთ. გამოწურეთ წვენი რამდენიმე ლიმონისგან და მისი გამოყენებით კარგად დაიმუშავეთ თმა მთელ სიგრძეზე. დაიტოვეთ ის სამოქმედოდ, სანამ თმაზე ბოლომდე არ შეგაშრებათ (თუ ცოტახნით მზეზე დადგებით, არაჩვეულებრივი იქნება). პროცედურის შემდეგ დაიბანეთ თავი შამპუნის გამოყენებით. სასურველი ფერის მისაღებად შეიძლება რამდენიმე პროცედურა დაგჭირდეთ.

5. კაკლის ნაჭუჭი

თუ თმის მუქ ყავისფრად შეღებვა გსურთ, გამოიყენეთ კაკლის ნაჭუჭი, თუმცა გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან თმასთან ერთად მან კანიც შეიძლება შეღებოს. ერთი მუჭა კაკლის ნაჭუჭი დანაყეთ, დაასხით იმ რაოდენობით წყალი, რომ ის ბოლომდე დაიფაროს და ხარშეთ ადუღებიდან 30 წუთის განმავლობაში. გაგრილებული ნარევით კარგად დაიმუშავეთ თმა, დაიტოვეთ ერთი საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ უფრო მუქი ფერის მიღება გსურთ, პროცედურა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორეთ.

ახლა თქვენ უკვე იცით, თუ როგორ შეიღებოთ თმა მხოლოდ ნატურალური პროდუქტების გამოყენებით, რომლებიც არა საზიანო, არამედ პირიქით – სასარგებლოა ჩვენი თმისთვის. თუ ეს ინფორმაცია სასარგებლოდ მიგაჩნიათ, აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!