გარემო ფაქტორები სერიოზულ გავლენას ახდენს თმის ხარისხზე. ხშირად გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები და იზრუნეთ, რომ გქონდეთ ლამაზი, ხშირი და ბზინვარე თმა.
ამჯერად, შემოგთავაზებთ ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული ნიღბების რეცეპტებს, რომელთა საშუალებით შეძლებთ თმის ბუნებრივი გზით დატენიანებასა და გასწორებას.
1. ქოქოსის ზეთი და ლიმონი
ფინჯან ქოქოსის ზეთს შეურიეთ ნახევარი ლიმონის წვენი და ნახევარი საათით შედეთ მაცივარში. მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ თმის ძირებზე და გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე, დაიხურეთ შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ 30-40 წუთი. თმა დაიბანეთ დამარბილებელი შამპუნით, გაიშრეთ ბუნებრივი გზით და შემდეგ დაივარცხნეთ.
ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.
2. რძე
რძე შეიცავს უამრავ პროტეინს, რომელიც ძალიან სასარგებლოა თმისთვის. ის აძლიერებს თმის ღერებს და ასწორებს თმას.
შემოგთავაზებთ რძის გამოყენების 2 მეთოდს, რომელთა საშუალებით შეძლებთ თმის გასწორებას.
- 2 წილი რძე და 1 წილი წყალი აურიეთ. ნარევი გადაასხით პულვერიზატორიან ბოთლში. ჯერ თმა დაივარცხნეთ და შემდეგ ნარევი შეისხურეთ თმის ძირებზე და მთელ სიგრძეზე. შემდეგ ისევ დაივარცხნეთ თმა და გაიჩერეთ 30 წუთი. პროცედურის ბოლოს დაიბანეთ დამარბილებელი შამპუნით. გაიშრეთ ბუნებრივი გზით და შემდეგ დაივარცხნეთ.
- ფინჯან რძეს დაამატეთ სუფრის კოვზი თაფლი. 4 ცალი მარწყვი დაჭყლიტეთ და შეურიეთ რძისა და თაფლის ნარევს. ნიღაბი შეიზილეთ თმის ძირებზე და შემდეგ თანაბრად გაინაწილეთ მთელ სიგრძეზე, დაიხურეთ შხაპის ქუდი და შემოიხვიეთ პირსახოცი. გაიჩერეთ 2 საათი. შემდეგ თმა დაიბანეთ დამარბილებელი შამპუნით. აუცილებლად გაიშრეთ ბუნებრივი გზით, ანუ არ გამოიყენოთ ფენი, და დაივარცხნეთ გაშრობის შემდეგ.
3. თბილი ზეთი
თბილი ზეთი ასწორებს თმას, კვებავს, ანიჭებს მოცულობას, ანტენიანებს. სამკურნალო თვალსაზრისით განსაკუთრებით სასარგებლოა ზეითუნის, ქოქოსის ან ნუშის ზეთი.
ზეთი შეათბეთ და 10-15 წუთის განმავლობაში წრიული შეიზილეთ თმის ძირებზე და შემდეგ თანაბრად გადაინაწილეთ მთელ სიგრძეზე. პირსახოცი დაასველეთ ცხელი წყლით, კარგად გაწურეთ და ნესტიანი პირსახოცი შემოხვიეთ თმაზე. გაიჩერეთ 30 წუთი. შემდეგ თმა დაიბანეთ დამარბილებელი შამპუნით. გაიშრეთ ბუნებრივი გზით და დაივარცხნეთ გაშრობის შემდეგ.
4. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი ძალიან სასარგებლოა თმის pH ბალანსის აღსადგენად.
სამკურნალო ნარევის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 ფინჯანი ვაშლის ძმარი და 1 ფინჯანი წყალი. თმა დაიბანეთ და ბოლოს გადაივლეთ ძმრიანი წყალი. გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.