
გული – უმნიშვნელოვანესი ორგანო, რომლზეც აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ და მის გასაძლიერებლად რეგულარულად შესაბამისი ზომები მივიღოთ. იმის დადგენა, თუ როგორ მუშაობს გული, მარტივად არის შესაძლებელი სახლის პირობებში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
აიღეთ საშუალო ზომის ჭურჭელი, გაავსეთ ის რაც შეიძლება ცივი წყლით (თუ ყინულის კუბიკები გაქვთ, აუცილებლად ჩაამატეთ), მოათავსეთ მასში ორივე ხელი დაახლოებით 30 წამით და შემდეგ კარგად დააკვირდით: თუ თითის დაბოლოებები გაფერმკრთალდა ან ლურჯი შეფერილობა მიიღო, ეს სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მეტყველებს.
პირველ რიგში, გულის მუშაობაში არსებული დარღვევების შესახებ ჩვენ ყოველთვის თითის დაბოლოებებზე, ცხვირში და ყურებში განთავსებული სისხლძარღვები გვამცნობებს. სისხლის ცუდი მიმოქცევის დროს ეს სისხლძარღვები ძალიან სუსტდება, ზედმეტად მგრძნობიარე ხდება და მარტივად ზიანდება.
თუ ამ პატარა ტესტს გაივლით და შედეგად თითების გაფერმკრთალებას ან გალურჯებას შენიშნავთ, რა თქმა უნდა, ზედმეტი განგაში და მშფოთვარება არ ღირს. თავის დაზღვევის მიზნით, უბრალოდ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ სპეციალური გამოკვლევა.
რა თქმა უნდა, სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა ყოველთვის კარგი გადაწყვეტილებაა, თუმცა როდესაც საქმე სისხლის მიმოქცევის დარღვევას ეხება, აუცილებლად უნდა შევიტანოთ გარკვეული ცვლილებები ჩვენს კვებაში.
ნატურალური პროდუქტები სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად:
1. ნიორი – ამცირებს წნევას და გვაშორებს ქოლესტერინის ნადებს სისხლძარღვების კედლებიდან.
2. თევზის ქონი – ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტი ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის. ის არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
3. ეთერზეთები – დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში, დამშვიდებაში და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებაში.
4. ჯანჯაფილი – ეს სანელებელი არაჩვეულებრივად ათხევადებს სისხლს და თავიდან გვარიდებს თრომბების ფორმირებას.
5. კაიენის წიწაკა – გააძლიერებს არტერიებს.
6. ცხენის წაბლი გააძლიერებს კაპილარებს და თავიდან აგარიდებთ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას.
7. სელის თესლი – არაჩვეულებრივი საშუალება ჰიპერტონიის წინააღმდეგ საბრძოლველად.
გულის მუშაობის შემოწმების ეს მეთოდი გვაძლევს საერთო ინფორმაციას სისხლის მიმოქცევის შესახებ. აუცილებლად გაიარეთ მარტვი ტესტი და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სპეციალისტს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ეს ღირებული ინფორმაცია. გისურვებთ ჯანმრთელობას!