ყველაზე გემრიელი, ხრაშუნა და არომატული კომბოსტოს მწნილის მომზადება ასე მარტივადაა შესაძლებელი

505

შემოგთავაზებთ რეცეპტს უკრაინული სამზარეულოდან, რომლის მიხედვით, შეძლებთ კომბოსტოს უგემრიელესი, ხრაშუნა და არომატული მწნილის მომზადებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კომბოსტო 1,5 კგ
  • ჭარხალი (საშუალო) 2 თავი
  • სტაფილო (საშუალო) 1 ცალი
  • ნიორი 5-6 კბილი
  • მსხვილი მარილი 3 ს. კ.
  • შაქარი 150 გრ
  • ძმარი 9%-იანი 150 მლ
  • ზეთი 6 ს. კ.
  • წყალი 1,5 ლ

მომზადების წესი:

  1. კომბოსტო დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. თუ პატარა თავები გაქვთ ნაყიდი, გაყავით 4 ნაწილად.
  2. ჭარხალი და სტაფილო დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად.
  3. ნიორი დაჭერით თხელ ფირფიტებად.
  4. მოცემული ინგრედიენტებით შეძლებთ სამლიტრიანი ქილის მომზადებას.
  5. ქილაში მჭიდროდ და ფენა-ფენა ჩააწყვეთ კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ნიორი და დაასხით ზეთი.
  6. ამზადებთ მარინადს: წყალს დაამატეთ მარილი, შაქარი და აადუღეთ. ბოლოს დაასხით ძმარი და აადუღეთ.
  7. მზა მარინადი გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ 5 წუთი. ქილა გაავსეთ  მარინადით და დაახურეთ ხუფი. 1 დღე გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ ქილა დადეთ სიგრილეში.

კომბოსტოს მწნილი გამოდის ხრაშუნა და არომატული. მოამზადეთ და გემრიელად მიირთვით!