სისხლის მიმოქცევის შეფერხება გაწუხებთ? დაუთმეთ დღეში რამდენიმე წუთი მარტივ პროცედურას, რათა პრობლემა მალევე აღმოფხვრათ

20518

სისხლის მიმოქცევის დარღვევა და შეფერხება – საკმაოდ გავრცელებული პრობლემა, რომელიც ადამიანების არც თუ ისე მცირე ნაწილს აწუხებს.

ჯანმრთელობის ეს მდგომარეობა საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს არაერთ სერიოზულ დარღვევას, რადგან სისხლის ცუდი მიმოქცევის დროს ჟანგბადი და სხვა მკვებავი ნივთიერებები ჩვენს შინაგან ორგანოებს შეფერხებით მიეწოდება.

სხვადასხვა მსუბუქი ვარჯიშებისა და დღევანდელ ჩვენს სტატიაში წარმოდგენილი ხელმისაწვდომი საშუალების დახმარებით სასურველი შედეგის მიღწევას მოკლე ვადაში შეძლებთ.

კურკუმა – ინდური სანელებელი, რომელის სასარგებლო და სამკურნალო თვისებების შესახებ ბევრს გვსმენია.

იმისათვის, რომ გააუმჯობესოთ სისხლის მიმოქცევა კიდურებში და თავი დააღწიოთ დისკომფორტსა და ტკივილს, რომელიც ამ პრობლემის თანმხლები მოვლენებია, მოამზადეთ შემდეგი საშუალება: 1 ჩაის კოვზი კურკუმის ფხვნილი დაამატეთ ერთ ჭიქა თბილ რძეში და დაუმატეთ მწიკვი დაფქული შავი ან წითელი წიწაკა.

ყოველდღიური პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებებს აუცილებლად შენიშნავთ. კურსის ხანგრძლივობა მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. კარგი იქნება, თუ ამ საშუალებას დალევთ ყოველდღიურად 1 თვის განმავლობაში, შემდეგ კი გააკეთებთ შესვენებას.

დაკავდით მსუბუქი ფიზიკური აქტივობებით, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე ფეხით, გააკეთეთ დილის გამახურებელი და გამამხნევებელი ვარჯიშები, დაკავდით ცურვით, ცეკვით და ისეირნეთ ველოსიპედით, რათა მალევე დააღწიოთ თავი სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია თქვენც გამოგადგებათ. გისურვებთ ჯანმრთელობას!