დედას 50 წლის შემდეგ ხელებისა და ფეხების ხშირი დაბუჟება დაეწყო. როდესაც ჩვენი ოჯახის ახლობელ ექიმთან გამოკვლევებზე მივედით, პრობლემის გადასაჭრელად მან სისხლძარღვების გაწმენდა გვირჩია.
სწორედ მაშინ, როდესაც ჩვენი არტერიები ძალიან დაბინძურებულია და მათში სისხლი შეფერხებულად გადაადგილდება, თავს იჩენს კიდურების ხშირი დაბუჟება.
სხვადასხვა სააფთიაქო პრეპარატების დანიშვნის ნაცვლად, ექიმმა ერთი საშინაო საშუალება გვირჩია, რომელიც მოცემულ დავალებას ძალიან ეფექტურად ართმევს თავს.
რეგულარული პროცედურების შემდეგ კიდურების ხშირი დაბუჟების პრობლემა წარსულში დარჩა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში მსურს, ამ საშუალების შესახებ თქვენც გიამბოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვისაც სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება.
როგორ გავიწმინდოთ სისხლძარღვები სახლის პირობებში
ინგრედიენტები:
- 1/3 ჩაის ჭიქა სელის თესლი
- 1 ლიტრი წყალი
ინსტრუქცია:
საღამოს საათებში დაასხით 1/3 ჩაის ჭიქა სელის თესლს 1 ლიტრი ოთახის ტემპერატურის წყალი და დადგით წყლის აბაზანაზე. დუღილის დაწყებიდან ხარშეთ ეს საშუალება 2 საათის განმავლობაში. თქვენ მიიღებთ ბლანტი კონსისტენციის მასას, რომელიც უნდა დააყოვნოთ მთელი ღამით და გადაწუროთ მეორე დილას. გადაწურვის შემდეგ დაგრჩებათ დაახლოებით 850 მლ ბლანტი კონსისტენციის მასა. მოათავსეთ ის სუფთა ჭურჭელში და შეინახეთ მაცივარში.
მიირთვით ეს საშუალება 1/3 ჩაის ჭიქის ოდენობით უზმოზე და ამავე რაოდენობით საღამოს საათებში, ვახშმობიდან 15 წუთის შემდეგ. ინგრედიენტების მოცემული რაოდენობა გეყოფათ 5 დღე.
საერთო ჯამში შეგიძლიათ მაქსიმუმ 15 დღიანი კურსის ჩატარება, რის შემდეგაც მინიმუმ 3 თვით პაუზა უნდა გააკეთოთ.
ეს საშუალება მართლაც რომ ეფექტურად წმენდს ჩვენს სისხლძარღვებს დაგროვებული მავნე ნარჩენებისგან და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას მთელ სხეულში.