ზაფხულის მოახლოებისას მებაღეები ნიორს ისრებს აცლიან, რათა უშუალოდ ნაყობში გაცილებით მეტი სასარგებლო ნივთიერება დაგროვდეს. როგორც წესი, ნივრის ისრებს თავიდან ვიშორებთ, რადგან წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რამდენად სასარგებლო პროდუქტია ის.
ნივრის ისრები შეგიძლიათ გამოიყენოთ სენდვიჩებისთვის, სოუსებისთვის და სხვა მსგავსი კერძებისთვის. ასე თქვენ კერძს არა მხოლოდ გაცილებით გემრიელსა და არომატულს, არამედ ძალიან სასარგებლოს გახდით.
ნივრის ისრების სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე
- ნივრის მწვანე ისრები მდიდარია C ვიტამინით. ამ პროდუქტთან შედარებით, მწვანე ხახვშ C ვიტამინის შემცველობა რამდენჯერმე ნაკლებია.
- ნივრის ისრები ძალზედ დაბალკალორიული პროდუქტია. თუ საკუთარ ფიგურაზე ზრუნავთ, აუცილებლად უნდა გაამდიდროთ კვების რაციონი ბოსტნეულის ამ წამონაზარდებით.
- გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს პროდუქტი გაცილებით მეტ რკინას შეიცავს, ვიდრე ვაშლი. გარდა რკინისა, ნივრის ისრები კალციუმისა და გოგირდის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. რაც შეეხება ამ პროდუქტში შემავალ ეთერზეთებს, ისინი ბუნებრივი ანტიბიოტიკებია, რომლებიც თავიდან გვარიდებს ბაქტერიებისა და მიკრობების გამრავლებას.
- ნივრის ისრებს დადებითი გავლენა აქვს ჩვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ეს პროდუქტი ამცირებს ქოლეტერინის დონეს სისხლში, თავიდან გვარიდებს ჰიპერტონიას, ათეროსკლეროზსა და თრომბოზს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ნივრის ისრები ძალზედ სასარგებლო პროდუქტია! დღევანდელ სტატიაში გასწავლით, თუ როგორ შეინახოთ ეს პროდუქტი ზამთრისთვის, რათა ცივ სეზონზეც კი შეძლოთ არა მხოლოდ თქვენი კვების მენიუს გამრავალფეროვნება, არამედ ოჯახის ყველა წევრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ინგრედიენტები:
- 0,5 კგ ნივრის ისრები
- 3 ჩ.კ. მარილი
- 2 ცხარე წიწაკა
- 0,5 ჩ.კ. დაფქული წითელი წიწაკა
- 0,5 ჩ.კ. დაფქული ქინძი
მომზადება:
- კარგად გარეცხეთ ნივრის ისრები. მოაჭერით მას უხეში, გაქვავებული ნაწილები.
- ნივრის ისრები ყველა სხვა ინგრედიენტთან ერთად მოათავსეთ ბლენდერში და ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- მზა მასა გაანაწილეთ პატარა პაკეტებში ან სილიკონის საცხობ ფორმებში.
- მოათავსეთ მაცივარში (საყინულეში).
- ნივრის ისრები შეგიძლიათ შეინახოთ ასე დაახლოებით 1 წლის განმავლობაში.
როგორც უკვე გითხარით, ნივრის ისრები არა უბრალოდ გემრიელი და არომატული, არამედ ძალიან სასარგებლო პროდუქტია.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვის!