სტომატიტი საკმაოდ გგავრცელებული პრობლემაა, რომელსაც ძლიერი დისკომფორტი ახლავს თან. საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე საშინაო მეთოდი, რომელთა დახმარებით სწრაფად გაუმკლავდებით ამ პრობლემას.
თუ ეს უსიამოვნო მოვლენა თქვენთვის კარგად არის ნაცნობი, ჩაინიშნეთ მარტივი ინსტრუქცია, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ. ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და მარტივი საშინაო მეთოდია, რომელიც მინიმალურ ვადაში განკურნავს სტომატიტს.
როგორ ვუმკურნალოთ სტომატიტს?
- ერთ ჩაის ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი და ურიეთ სრულ გახსნამდე.
- მიღებული ხსნარი კარგად გამოივლეთ პირის ღრუში და შემდეგ გადმოღვარეთ (არ გადაყლაპოთ).
- მარილწყალის სავლები სახით გამოყენების შემდეგ აუცილებლად დალიეთ ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში გახსნილი 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.
ჩაიტარეთ ეს მარტივი პროცედურა რამდენჯერმე და პრობლემა უკვალოდ გაქრება. თუ სტომატიტი ტუჩზე გაქვთ, მარილწყალში ჩაალბეთ ბამბის დისკი და მისი გამოყენებით დაიმუშავეთ პრობლემური მონაკვეთი. კარგი იქნება, თუ წყლულის დასამუშვებლად მარილწყალის შემდეგ ლიმონის წვენსაც გამოიყენებთ.