როდესაც მარწყვის სეზონი მოდის, ამ პეროგს ყოველდღე ვამზადებ. გამოდის უგემრიელესი, მზადდება რამდენიმე წუთში

1888

როდესაც მარწყვის სეზონი მოდის, მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ოჯახის წევრების გამასპინძლებას არა მხოლოდ ნედლი კენკრით, არამედ მისგან მომზადებული უგემრიელესი კოქტეილებით, სმუზებითა და ნამცხვრებით. დღევანდელ სტატიაში მსურს, ყურადღება გავამახვილო სწორედ მარწყვის უგემრიელეს ნამცხვარზე, რომელიც ჩემი ოჯახის წევრებს იმდენად შეუყვარდათ, რომ მას უკვე ყოველ მეორე დღეს ვამზადებ.

დღეს თქვენთვის ჯადოსნური, ძალიან მარტივი რეცეპტი მაქვს. აუცილებლად ჩაინიშნეთ ის და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებსაც!

მარწყვის პეროგი 

ინგრედიენტები ცომისთვის: 

  • 400 გრამი ფქვილი
  • 100 გრამი შაქარი
  • 20 გრამი ვანილის შაქარი
  • 120 გრამი კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

შიგთავსი:

  • 200-300 გრამი მარწყვი
  • 300 გრამი არაჟნი
  • 20 გრამი სახამებელი
  • 2 კვერცხი

მომზადების ინსტრუქცია: 

1. პირველ რიგში, თქვენ უნდა მოამზადოთ ცომი მარწყვის პეროგისთვის. ფქვილი კარგად გაცერით წვრილ საცერზე და ჩაამატეთ მასში გამაფხვიერებელი. ცალკე ჭურჭელში კარგად ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი.

დაამტეთ ათქვეფილი კერცხის მასაში კარაქი და კიდევ ერთხელ კარგად გადაურიეთ. როდესაც მიიღებთ ერთგვაროვან მასას, ჩაამატეთ ის ფქვილისა და გამაფხვიერებლის ნარევში. შეუდექით ცომის ამოყვანას. მზა ცომი შეინახეთ მაცივარში 30 წუთით.

2. სამზარეულოს კომბაინის ან ბლენდერის გამოყენებით კარგად შეურიეთ ერთმანეთში არაჟანი, სახამებელი და კვერცხი.

3. მარწყვი გაასუფთავეთ და კარგად გარეცხეთ.

4. აიღეთ მრგვალი საცხობი ფორმა და ჩაასხით მასში მაცივარში დასვენებული ცომი. ცომს ოდნავ უნდა ამოუტანოთ გვერდები ისე, რომ მასში არაჟნის მასის ჩასხმა შეძლოთ. ზემდოან მოათავსეთ გასუფთავებული და გარეცხილი მარწყვი.

5. კარგად გაცხელებულ ღუმელში შედგით პეროგი გამოსაცხობად და დატოვეთ დაახ. 45 წუთით. გახსოვდეთ, ყველა ღუმელი ინდივიდუალურია, რის გამოც თქვენს პეროგს ცხობის პროცესში მუდმივად უნდა ადევნოთ თვალი.

6. როდესაც პეროგი გამოცხვება, მიეცით მას 30 წუთი გასაგრილებლად. გემრიელად მიირთვით!

ასე მომზადებული მარწყვის პეროგი მართლაც ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის. დიდსა თუ პატარას, ეს დესერტი ყველას დაგემოვნებისთანავე უყვარდება.