თუჯის ტაფა_საგანძური საბჭოთა ეპოქიდან, რომელიც თაობიდან თაობებს გადაეცემა. თუ ვერ ელევით მემკვიდრეობით მიღებულ თუჯის ჭურჭელს და მათ აქტიურად იყენებთ, მაშინ გაპრიალების ეს მეთოდი აუცილებლად გამოგადგებათ.
პირველ რიგში, ამზადებთ უნიკალურ ხსნარს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ თუჯის ქვაბებიდან და ტაფებიდან წლების განმავლობაში ჩამჯდარი ჭვარტლისა და ცხიმის მოშორებას.
ხსნარის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ლიმონმჟავა 80 გრ
- სილიკატური წებო 110 მლ
- სოდა 500 გრ
მომზადებისა და მოხმარების წესები:
- თასში ჩაასხით წყალი და აადუღეთ. ადუღებულ წყალს დაამატეთ სოდა. სასურველია, იმოქმედოთ ნიღბითა და ხელთათმანით. თუ ტაფას ხის სახელური აქვს, მოხსენით.
- სოდისა და წყლის ნარევს დაამატეთ წებო. ფრთხილად მოურიეთ და ჩადეთ თუჯის ტაფა. წყალი უნდა ფარავდეს ტაფას.
- ბოლოს ნაწილ-ნაწილ ჩაყარეთ ლიმონმჟავა და საშუალო ცეცხლზე ადუღეთ 2 საათი. დროდადრო ჩაამატეთ ხოლმე ადუღებული წყალი.
- ამ დროის განმავლობაში ნადები დარბილდება და ჩამჯდარ ცხიმებსა და ჭვარტლს ადვილად აიღებთ დანის საშუალებით. შეგიძლიათ გასაპრიალებლად გამოიყენოთ სოდა და ჭურჭლის სახეხი ღრუბელი ლითონის ზედაპირით.
თუჯის ტაქფის ან ქვაბის გასაწმენდად თუ ლიმონმჟავას ჩაანაცვლებთ ამიაკის სპირტით, მაშინ 2 საათი ხარშვა აღარ დასჭირდება.
შედეგად მიიღებთ იდეალურად სუფთა და პრიალა ტაფებსა და ქვაბებს.