ძალიან ეფექტური ბუნებრივი ნიღაბი, რომელსაც წლებია თავად ვამზადებ. კანის ნაკლოვანებები მალევე ნაკლებად შესამჩნევი გახდება

2045

შემოგთავაზებთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული გამაახალგაზრდავებელი ნიღბის რეცეპტს.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • ბანანი მესამედი
  • ჯანჯაფილის ფხვნილი 1 ჩ. კ.
  • ზეთი (ზეითუნის ან ნუშის, ან არგანის) 2 ჩ. კ.
  • 1 ცალი კვერცხის ცილა

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ბანანი კარგად დაჭყლიტეთ. შემდეგ შეურიეთ ზეთი და ჯანჯაფილის ფხვნილი.
  2. კვერცხის ცილა ათქვიფეთ. უნდა მიიღოთ ღრუბელივით თეთრი მასა.
  3. შემდეგ ბანანისა და კვერცხის ცილის მასები გააერთიანეთ.

გამოყენების წესი: 

ნიღაბი დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და წაისვით თხელ ფენად. პირველი ფენის გაშრობის შემდეგ წაისვით მეორე ფენა, შემდეგ_მესამე და გაიჩერეთ 15 წუთი. პროცედურის ბოლოს სახე დაიბანეთ ცივი წყლით და თხელ ფენად წაისვით თქვენთვის სასურველი საცხი.

ნიღაბს აქვს მატონიზირებელი ეფექტი. ამკვრივებს, ჭიმავს და კვებავს კანს.

ნიღაბი გაიკეთეთ 5 დღეში ერთხელ. სასურველია, ჩაიტაროთ მინიმუმ 10 პროცედურა.