უნიკალური მცენარე ქალბატონებისთვის, რომელიც დაარეგულირებს ჰორმონალურ ფონს, დაგიცავთ დიაბეტისა და გაცხიმოვნებისგან

12043

თუთის ფოთლები – მცენარე, რომელსაც აქვს საოცრად დადებითი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით სასარგებლო ეს პროდუქტი ქალბატონებისთვისაა, რადგან ის სტიმულირებს წონის კლებისა და ცხიმის წვის პროცესს, არეგულირებს ჰორმონალურ ფონს, აწესრიგებს კუჭისა და ნაწლავების მუშაობას.

ჯერ კიდევ საკმაოდ შორელ წარსულში ამ მცენარეს აქტიურად იყენებდნენ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების სამკურნალოდ. ჩვენს დროშიც კი, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს თუთის ფოთლები ხალხურ მედიცინაში, რაც ამ მცენარისათვის დამახასიათებელი სასარგებლო და სამკურნალო თვისებებითაა განპირობებული.

ჩაი თუთის ხის ფოთლებისგან

გარდა იმისა, რომ ეს სასმელი საკმაოდ გემრიელი და არომატულია, მას აქვს დადებითი გავლენა ჩვენი ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემაზე. C ვიტამინით მდიდარი ეს სასმელი გვიცავს სისხლში ქოლესტერინის დონის მატებისა და დიაბეტის განვითარებისგან.

გარდა ამისა, ანტიოქსიდანტებით მდიდარ ამ ჩაის აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი კანისა და თმის მდგომარეობაზე. საკმაოდ ხშირად იყენებენ თუთის ფოთლების ჩაის თმის ცვენისა და სიმელოტის წინააღმდეგ საბრძოლველად.

თუთის ფოთლების ჩაის სასარგებლო გავლენა: 

  • ებრძვის დიაბეტს;
  • თავიდან გვარიდებს და ამარცხებს გაცხიმოვნებას;
  • არეგულირებს სისხლის წნევას;
  • არეგულირებს ქოლესტერინის დონეს;
  • აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას;
  • თავიდან გვარიდებს ავთივესბიანი წამონაზარდების განვითარებას;
  • ამარცხებს ყაბზობას;
  • არეგულირებს ენდოკრინული სისტემის მუშაობას;
  • აქვს ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები;
  • თავიდან გვარიდებს ოსტეოპოროზს.

როგორ მოვამზადოთ ეს სამკურნალო ჩაი?

ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი წყალი
  • 3 ჩ.კ. თუთის დაქუცმაცებული და ნედლი ფოთლები

ინსტრუქცია:

აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ 3 ჩაის კოვზი თუთის დაქუცმაცებული ფოთლები, გამორთეთ ცეცხლი და ჭურჭელს დააფარეთ თავსახური. მიეცით მას დრო ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად.

მიღებული სასმელი გადააწურეთ და გაყავით 4 თანაბარ ულუფად. მიირთვით თითო ულუფა ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. ყოველი დღისათვის უნდა მოამზადოთ ახალი სასმელი.

მიირთვით ეს საშუალება ყოველდღიურად 1 კვირის განმავლობაში და შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ რამდენიმე კვირიანი შესვენება.

როგორც უკვე გითხარით, თუთის ხის ფოთლების ჩაის აქვს ძალიან დადებითი გავლენა ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის მუშაობაზე. თუ ამ ჩაის რეგულარულად მიირთმევთ, გარდა ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და ჰორმონალური ფონის დარეგულირებისა, გათავისუფლდებით ზედმეტი ცხიმოვანი ფენებისა და ჭარბილო კილოგრამებისგან.