დღევანდელ სტატიაში მოგითხრობთ საკმაოდ ძველი ხალხური რეცეპტის შესახებ, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში წარმატებით იყენებდნენ ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ჩვენი დღევანდელი საშიანო საშუალება შედგება მხოლოდ სამი კომპონენტისგან – თითოეული მათგანის სამკურნალო თვისებებისა და პოტნეციალის შესახებ ჩვენ ყველას არაერთხელ გვსმენია.
ალოე და თაფლი – სასარგებლო მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ორი პროდუქტი, რომელსაც აქვს ძალიან დადებითი გავლენა ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და სისტემის მუშოაბაზე. რაც შეეხება ლიმონს, ჩვენი დღევანდელი რეცეპტის კიდევ ერთ მთავარ ინგრედიენტს, ის უძლიერესი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ბოლომდე წმენდს ჩვენს სხეულს ტოქსინებისგან, წიდებისგან და სხვა მავნე ნარჩენებისაგან.
ამ სამი კომპონენტის უნიკალური ნაზავი ეფექტურად ებრძვის კოლიტს, გასტრიტს, წყლულებსა და ართრიტს. გარდა ამისა, მოცემული საშუალება აფერხებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას და თავიდან გვარიდებს ავთვისებიანი წამონაზარდების განვითარებას, ახშობს ორგანიზმში მიმდნიარე ანთებით პროცესებს, არეგულირებს შაქრის, ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, ატუტოვანებს სხეულს, თავიდან გვარიდებს კენჭების ფორმირებას, სწრაფად აღადგენს სხეულის დაზიანებულ უჯრედებს და ა.შ.
ინგრედიენტები:
- ¼ ლიტრი ნატურალური თაფლი
- ალოეს 4 მოზრდილი ფოთოლი
- 2 ლიმონი
ინსტრუქცია:
- ალოეს ოთხივე ფოთოლი გაჭერით შუაზედა ბოლომდე ამოაცალეთ გელი.
- გარეცხეთ ლიმონი და გაატარეთ ის ხორცსაკეპში თავის კანიანად.
- ალოეს გელი, ლიმონის ფაფა და თაფლი მოათავსეთ ბლენდერში.
- ურიეთ მაღალ სიჩქარეზე ერთვაროვანი მასის მიღებამდე.
- მზა საშუალება მოათავსეთ მინის ქილაში და შეინახეთ მაცივარში.
პირველი ერთი კვირის განმავლობაში მიირთვით ეს სამკურნალო ნაზავი 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, საუზმობიდან და სადილობიდან რამდენიმე წუთის შემდეგ. მეორე კვირის განმავლობაში მიირთვით ნაზავი მხოლოდ ერთხელ, საუზმობის შემდეგ.
ამ სრული კურსის ჩატარების შემდეგ თქვენ აუცილებლად უნდა გააკეთოთ მინიმუმ 1 კვირიანი შესვენება. აუცილებლობის შემთხვევაში, გაიმეორეთ კურსი.