11 ნიშანი, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევაზე მიგვითითებს

28873

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები საკმაოდ გავრცელებულია ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანში. ამ ორგანოს აუცილებლად უნდა დავუთმოთ სათანადო ყურადღება, რათა თავიდან ავირიდოთ უსიამოვნო შედეგები.

როდესაც ეს ჯირკვალი სათანადო რეჟიმში აღარ მუშაობს, ამის შესახებ ორგანიზმი გარკვეულ ნიშნებსა და სიმპტომებს გვიგზავნის. აუცილებლად უგდეთ ყური თქვენი სხეულის მიერ გამოგზავნილ სიგნალებს და დროულად მიიღეთ საჭირო ზომები.

1. წონისა და ფიგურის უცაბედი ცვლილება

წონის უცაბედი მატება ან კლება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქიისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია. თუ წონისა და ფიგურის ცვლილებას შესაბამის ახსნას ვერ უძებნით, აუცილებლად შეემოწმეთ ენდოკრინოლოგთან. ჰიპერთირეოზის დროს პაციენტები იკლებენ წონაში, ხოლო ჰიპოთიეროზისას – სწრაფად იმატებენ კილოგრამებს.

2. თმის ცვენა

ჰიპერთირეოზისა და ჰიპოთირეოზის დროს ჩვენი თმა სუსტდება, იწყებს ცვენას და ხდება მტვრევადი. თმასთან დაკავშირებელი პრობლემები ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციის შედეგია, რის გამოც არ ღირს ექიმთან ვიზიტის გადადება.

3. მომატებული მგრძნობელობა ტემპერატურის მიმართ

ჰიპერთირეოზით დაავადებული პაციენტების სხეულისათვის სწრაფად გადახურება და ჭარბოფლიანობაა დამახასიათებელი. იმ ადამიანებს, რომელთაც ჰიპოთირეოზი აწუხებთ, არ შეუძლიათ სიცივის ატანა და სწრაფად ცივდებიან.

4. კანის მდგომარეობის გაუარესება

ფარისებრი ჯირვკლის დისფუნქციისათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანია კანის გამოშრობა.

5. კუნთების სისუსტე და კრუნჩხვები

კუნთების სისუსტე – ჰიპერთირეოზით დაავადბული ადამიანებისათვის დამახსიათებელი მოვლენა. ძალიან ხშირია ჰიპოთირეოზის დროს კუნთების კრუნჩხვები, ტკივილი და შეშუპება.

6. ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები

როგორც წესი, ჰიპერთირეოზით დაავადებული ადამიანები ნორმაზე ხშირად გადიან კუჭში, ხოლო ის პაციენტები, რომელთაც ჰიპოთირეოზი აწუხებთ, ქრონიკული ყაბზობისგან იტანჯებიან.

7. გულისცემა

ჰიპერთირეოზის დროს რეგულარულად ვგრძნობთ გულისცემის გახშირებას, ხოლო ჰიპოთირეოზისას პულსის სიხშირე ნორმაზე დაბალია.

8. განწყობა

თუ ხშირად გეუფლებათ მშფოთვარების შეგრძნება და მარტივად ღიზიანდებით, ამის შედეგი ჰიპერთირეოზი შეიძლება იყოს. რაც შეეხება ჰიპოთირეოზს – ამ დროს ხშირია სტრესი და დეპრესია.

9. მენსტრუაციული პრობლემები

ფარისებრი ჯირვკლის ნებისმიერი სახის დისფუნქცია საფუძვლად შეიძლება ჩაეყაროს მენსტრუაციული ციკლის დარღვევას.

10. კისრის შეშუპება

ჰიპერთირეოზის დროს საკმაოდ ხშირია კისრის არეში შეშუპების განვითარება. არ დააიგნოროთ ეს ნიშანი და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს.

11. მეხსიერება

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემების დროს ხშირია მეხსიერების დაქვეითება. თუ სხვა სიმპომებთან ერთად ატყობთ, რომ ძალიან გიჭირით ახალი ინფორმაციის დამახსოვრება, შეიმოწმეთ ეს ორგანო.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს ინფორმაცია და ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება თქვენი ორგანიზმის მიერ გამოგზავნის სიგნალებს. მხოლოდ ასეა შესაძლებელი პრობლემის დროულად გამოვლინება და მძიმე შედეგების თავიდან არიდება.