მარტივი საშუალება მოგიწესრიგებთ პრაქტიკულად ყველა სისტემის მუშაობას და გაგიძლიერებთ ორგანიზმს

603

საშუალება, რომლის შესახებაც დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, აუმჯობესებს ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებსა და შქრის დონეს სისხლში, გამოდევნის ზედმეტ მარილებს სხეულიდან და გვეხმარება დეპრესიის დამარცხებაში.

შვრიის ნახარში ზოგადი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად 

ინგრედიენტები:

  • 1,5 ჩაის ჭიქა შვრია
  • 1,5 ლიტრი წყალი

მომზადებისა და მიღების წესი:

  1. შვრია დაგჭირდებათ გადაუმუშავებელი, გაუსუფთავებელი. კარგად გარეცხეთ ის გამდინარე წყალში და შემდეგ მოათავსეთ თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში.
  2. დაასხით მას მოცემული რაოდენობით წყალი და ნარევი დადგით ცეცხლზე.
  3. როდესაც ის წამოდუღდება, გადმოდგით და დააყოვნეთ 3 საათით.
  4. დაყოვნებული მასა გადაწურეთ. მიღებულ ნახარშს შეგიძლიათ დაუმატოთ სხვა სასარგებლო პროდუქტებიც: ნატურალური თაფლი, ლიმონის წვენი, დარიჩინი, ჯანჯაფილი და ა.შ.

მიირთვით ეს საშუალება დღეში ერთი ჭიქის ოდენობით. როდესაც ნარევი ამოგეწურებათ, მოამზადეთ ის თავიდან. 1 კვირიანი კურსის შემდეგ გააკეთეთ მინიმუმ 1 კვირიანი შესვენება.