მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წყვილებს, რომლებიც ხშირად კამათობენ, ერთმანეთი უფრო ძლიერად უყვართ

1051

უახლესი მონაცემების თანახმად, დაქორწინებული წყვილების 44% თვლის, რომ კვირაში მინიმუმ ერთხელ კამათი მათ ჯანსაღი და პროდუქტიული ურთიერთობების ხანგრძლივი დროებით შენარჩუნებაში ეხმარებათ. სინამდვილეში, პარტნიორები, რომლებიც ერთმანეთთან ხშირად კამათობენ, რა თქმა უნდა, ზომიერად მშვიდი მანერით, უფრო დიდხანს რჩებიან ერთად, რადგან მიუხედავად უამრავი გაუგებრობისა, მათ კარგად აქვთ გათვითცნობიერებული ის ფაქტი, რომ გრძნობები ნამდვილია.

მეცნიერების საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ხშირი კამათი ძლიერი სიყვარულისა და კარგი ურთიერთობის ნიშანია. რატომ არის ასე? გთავაზობთ 9 მიზეზს.

9. კამათი გულწრფელობის ნიშანია

თუ თქვენ კამათს ყოველთვის თავს არიდებთ და არ გსურთ საკუთარი აზრის დაფიქსირება იმის გამო, რომ თქვენს საყვარელ ადამიანს შეიძლება ეწყინოს, ძალიან ცუდად იქცევით. თუ თქვენი მიზანი ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობაა, საკუთარი აზრის ნათლად გამოხატვა და პერიოდულად გარკვეულ საკითხებზე კამათი, აუცილებლობას წარმოადგენს. თუ თქვენ შეგიძლიათ მშვიდად აზრის გამოხატვა დავის დროს, ეს ნიშნავს, რომ ურთერთობის საერთოდ ახალ საფეხურზე გადაყვანისთვის ხართ მზად.

8. ჩხუბი ნიშნავს, რომ შენ გადარდებს

რა თქმა უნდა, გაცილებით მარტივია, თვალი დახუჭო ისეთ რაღაცეებზე, რაც პარტნიორისგან არ მოგწონთ, თუმცა ეს სწორი საქციელი არ იქნება. როდესაც ადამიანი მზად არის, საკუთარ თავზე მიიღოს ის დისკომფორტი და ტკივილი, რომელსაც საყვარელ ადამიანთან კამათი და ჩხუბი იწვევს, ეს ნამდვილი სიყვარულის ნიშანია.

გაიხსენეთ, რამდენჯერ მოუცია მშობელს შენიშვნა თქვენთვის… რატომ? ის თქვენზე ზრუნავს და მას ადარდებთ!

7. ჩხუბი თქვენს ურთიერთობას უფრო მარტივს ხდის

ურთიერთობაში ნდობა რომ მოიპოვოთ, არ უნდა გაჩუმდეთ! თქვენს მეწყვილეს ყოველთვის უნდა ესაუბროთ, რა განიტერესებთ და რა გადარდებთ. მიუდექით ამ საკითხს სწორად, უსმინეთ ერთმანეთს ძალიან დდი ყურადღებით. გახსოვდეთ, კამათი კომუნიკაციის ერთ-ერთი, თანაც ყველაზე გულწრფელი ფორმაა.

6. ჩხუბი ჯანსაღი ურთიერთობის ნიშანია

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ არსებობს კარგი და ხანგრძლივი ურთიერთობის 7 მთავარი გასაღები, კამათი კი ერთ-ერთი მათგანია. თუ წყვილი არასდროს კამათობს, ეს სწორედ იმას ნიშნავს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

კამათი გვეხმარება ჩვენი ღირებულებებისა და გრძნობების გადახარისხებაში, მათში გარკვევაში და მყარი ურთიერთობის შენარჩუნებაში.

5. კამათი თქვენს კავშირს უფრო ძლიერს ხდის

როდესაც საყვარელ ადამიანთან კამათობთ, არ აქვს მნიშვნელობა იმარჯვებთ თუ მარცხდებით. ყველაზე ღირებული სწორედ ის ფაქტია, რომ ერთმანეთისგან რაღაც ახალს სწავლობთ და საკუთარ თავზე სიახლეებს იგებთ.

პატარა კონფლიქტი გეხმარებათ საკუთარი ნამდვილი ბუნების გამოხატვაში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

4. კამათი გათავისუფლებთ უკმაყოფილების შეგრძნებისგან

იყო ურთიერთობაში, ნამდვილად არ არის მარტივი. თუ თქვენი პარტნიორი გადარდებთ, აუცილებლად უნდა დააწესოთ საზღვრები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება. თუ მეწყვილესგან რაღაც არ მოგეწონებათ, ამის შესახებ აუცილებლად უნდა ისაუბროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგეუფლებათ უკმაყოფილების შეგრძნება, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება და შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს თქვენი ურთიერთობისთვის.

თუ ადამიანი ნამდვილად გიყვართ და გადარდებთ, იყავით ღია მასთან მიმართებაში, ყოველთვის თამამად გამოხატეთ საკუთარი აზრი და ხმამაღლა გამოთვით თქვენი უკმაყოფილება. თუ მას უყვარხართ, აუცილებლად გაგიგებთ და გვერდში დაგიდგებათ.

3. კამათი და ჩხუბი ნიშნავს, რომ თქვენ ერთად დიდხანს იქნებით

კვლევების თანახმად, ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც წყვილები უშვებენ, რაიმესთვის, მათ შორის კამათისთვის ტავის არიდებაა – ჩვენ ხშირად ვგრძნობთ, რომ რაღაც რიგზე ვერ არის, თუმცა ამის შესახებ არაფერს ვამბობ. სწორედ ასეთი მიდგომაა ურთიერთობისთვის დამანგრეველი.

გარდა ამისა, ადამიანების საკმაოდ დიდი ნაწილი მივიჩნევთ, რომ პარტნიორისთვის მგრძნობიერე თემებზე საუბარი, კარგს არაფერს მოგვიტანს, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს. ჩხუბი და კამათი გეხმარებათ საკუთარ პრობლემებზე ფოკუსირებაში და ამ პრობლემების გადაჭრაში, სანამ ისინი კიდევ უფრო გაიზრდება და გამწვავდება.

2. ჩხუბი გათავისუფლებთ მოზღვავებული ემოციებისგან

ზოგიერთი ადამიანი ხშირი კამათით დიდ სიამოვნებას იღებს, რადგან ამ დროს ორგანიზმში სხვადასხვა ჰორმონების დონე იზრდება. თუ პარტნიორს არ დაელაპარაკებით იმის შესახებ, რაც არ მოგწონთ და რისი გამოსწორებაც გსურთ, დროთა განმავლობაში ყველაფერი ერთად დაგროვდება, რამაც შეიძლება ემოციურად გაუწონასწორებელიც კი გაგხადოთ. სწორედ ამიტომ, იკამათეთ თამამად, თუმცა წინადადება ყოველთვის პოზიტიურად დაასრულეთ.

1. ჩხუბი გიხსნით მოწყენილობისგან 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ წლებია ერთად ხართ, ყოველთვს იარსებებს რაღაც ისეთი, რაშიც ერთმანეთს არ ეთანხმებით, რაც ცუდი ნამდვილად არ არის. კონსტრუქციული კონფლიქტები კიდევ უფრო აღრმავებს თქვენს გრძნობებს და გაგრძნობინებთ, რომ ერთმანეთი ნამდვილად ძლიერად გიყვართ.

წარმოიდგინეთ, რამდენად მოსაწყენი იქნებოდა თქვენი ურთიერთობა, ერთმანეთს ყოველთვის და ყველაფერში რომ ეთანხმებოდეთ. ასე რომ, ნუ ჩავარდებით პანიკაში შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენს შორის დისკუსია შედგება. ნათლად დააფიქსირეთ თქვენი აზრი და აუხსენით პარტნიორს, რატომ ფიქრობთ ასე.

და როგორ ფიქრობთ თქვენ, არის ხშირი კამათი ძლიერი სიყვარულის ნიშანი? გვითხარით, რამდენად ეთანხმებით მეცნიერების ამ მოსაზრებას.