ანტიასაკობრივი ნიღაბი ბოტოქსის ეფექტით: შეურიეთ იაფი ინგრედიენტები და წაისვით სახეზე

3169

ყველა ქალბატონს გვსურს, გამოვიყურებოდეთ მუდამ მხნედ, ლამაზად და ახალგაზრდად. ეს სავსებით შესაძლებელია, თანაც ქირურგის დანის ქვეშ დაწოლისა და ბოტოქსის პროცედურების ჩატარების გარეშე.

დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარი ძალიან ეფექტური ნიღაბი, რომლიც მინიმალურ დროში გააგლუვებს ნაოჭებს, გაგითანაბრებთ კანის ტონს, მოგაშორებთ ასაკობრივ ლაქებს და ვიზუალურად გაგაახალგაზრდავებთ ათიოდე წლით.

ანტიასაკობრივი ნიღაბი

ინგრედიენტები:

  • 15 გრამი სიმინდის სახამებელი
  • 1 კვერცხის ცილა
  • 15 მლ წყალი
  • 5 მლ ლიმონის წვენი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

1. ერთი კვერცხის ცილა მოათავსეთ პატარა ჭურჭელში, დაამატეთ 5 მლ ლიმონის წვენი და კარგად ათქვიფეთ.

2. მიღებულ მასაში ჩაამატეთ დარჩენილი ინგრედიენტები და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე.

3. თქვენ მიიღებთ ფაფისებრ მასას, რომელიც უნდა წაისვათ კარგად გაწმენდილ სახეზე თხელ ფენად, დაიტოვოთ სამოქმედოდ დაახლოებით 1 საათით და ჩამოიბანოთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით. პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი ან ანტიასაკობრივი კრემის გამოყენება.

კვირაში 2 ან 3 პროცედურა სავსებით საკმარისი იქნება, რათა მცირე ზომის ნაოჭები გაგლუვდეს, სახის კანი გადაიჭიმოს და ლაქებისგან კვალიც აღარ დარჩეს.

იზრუნეთ თქვენს დაქალებზეც, აუცილებლად გაუზიარეთ მათ ინფორმაცია ამ ანტიასაკობრივი ნატურალური ნიღბის შესახებ, რომელიც მინიმალური დანახარჯით სასურველი შედეგის მიღებაში გვეხმარება.

გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!