თუთა კარგი ჯანმრთელობის საწინდარია. პროდუქტი, რომელიც ჩვენს გულსა და სისხლძარღვებს ძალიან უყვარს

1650

თუთა ძალიან სასარგებლო პროდუქტია, რომელიც წარმოადგენს რკინის, ვიტამინ B12-ისა და ფოლიუმის მჟავის საკმაოდ დიდ ბუნებრივ წყაროს. როგორც მოგეხსენებათ, სამივე ნივთიერება ძალზედ მნიშვნელოვანია მთელი ჩვენი სხეულის გამართული ფუნქციონირებისთვის, განსაკუთრებით კი სისხლმბადი პროცესებისთვის.

უამრავი ადამიანისთვის საყვარელი თუთა აძლიერებს სისხლძრღვების კედლებს, ხსნის შეშუპებას და აქვს დადებითი გავლენა გულის მუშაობაზე. ორსულობის, თირკმელებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს შეშუპების თავიდან ასარიდებლად უნდა მიირთვათ დღეში 100 გრამი თუთა.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, თუთის წვენს გააჩნია ამოსახველებელი და შარდმდენი თვისებები, აქვს ძალიან დადებითი გავლენა ჩვენი ნაწლავების მუშაობაზე. თუთის წვენს იყენებენ გარეგნულადაც, რადგან ის აჩქარებს ჭრილობების შეხორცების პროცესს და აქვს ბაქტერიციდული გავლენა.

თუთის უპირატესობები ჩვენი ჯანმრთელობისთვის

1. ებრძვის ქრონიკულ დაღლილობას

ქრონიკული დაღლილობის დროს ყოველდღიურად უნდა მიირთვათ 300 მლ თუთის ახლადგამოწურული წვენი 1 სუფრის კოვზ თაფლთან ერთად. მთლიანი ულუფა გაყავით სამ ნაწილად და მიირთვით დღეში 3-ჯერ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

2. აქვს ამოსახველებელი ეფექტი

პნევმონიის დროს ერთმანეთში ხსნიან თუთის ახლადგამოწურულ წვენსა და სუფთა სასმელ წყალს თანაფარდობით 1:2. ეს სასმელი უნდა მიირთვათ 1/3 ჩაის ჭიქის ოდნოებით დღეში 3-ჯერ, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

3. დაგეხმარებათ კლიმაქტერულ პერიოდში

თუთა დაგეხმარებათ კლიმაქტერულ პერიოდში უსიამოვნო შეგრძნებების დამარცხებაში. 1 კგ ახალ კენკრას დაასხით -,5 ლიტრი წყალი და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში. როდესაც ნარევი გაგრილდება, ჩაამატეთ მასში 300 გრამი ნატურალური თაფლი და კარგად გადაურიეთ. მზა საშუალება მიიღეთ 1 ჩაის კოვზის ოდენობით დღეში 2-ჯერ, ჭამიდან 1 საათის შემდეგ.

4. გაანადგურებს ჭიებსა და პარაზიტებს

თუთის გამომშრალ ნაყოფს ატარებენ ყავის საფქვავში მიხაკთან და სელის თესლთან ერთად. სამივე ინგრედიენტს ვიღებთ თანაბარი პროპორციებით. მიღებული ნარევი უნდა მივირთვათ ნახევარი ჩაის კოვზის ოდენობით და დავაყოლოთ 1 ჩაის ჭიქა სტაფილოს ახლადგამოწურული წვენი. ეს ის საშუალებაა, რომლისაც ჭიებსა და პარაზიტებს ძალიან ეშინიათ!

5. საშვილოსნოდან სისხლდენის დროს

ამ შემთხვევაში ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდეგ რეცეპტს: გამოწურეთ წვენი თუთისგან, დადგით დაბალ ცეცხლზე და ხარშეთ იქამდე, სანამ წვენის რაოდენობა არ განახევრდება. ეს საშუალება უნდა მიირთვათ 2 სუფრის კოვზის ოდენობით დღეში 3-ჯერ.

6. გულთან დაკავშირებული პრობლემების დროს და მიოკარდიოდისტროფიისას

რეკომენდებულია დღეში 4-ჯერ 250 გრამი ახალი თუთის მირთმევა.

ყურადღება!

მიუხედავად იმისა, რომ თუთა ძალიან სასარგებლო პროდუქტია, მას საკუთარი უკუჩვენებებიც გააჩნია. მართალია, ის არაჩვეულებრივია ჩვენი გულის კუნთისთვის, თუმცა ჭარბი რაოდენობით თუთის მირთმევამ შეიძლება მიგვიყვანოს არტერიული წნევის მატებამდე.

ამ პროდუქტის მირთმევისგან თავის შეკავებაა მიზანშეწონილი იმ შემთხვევაშიც, თუ სისხლში გლუკოზის მომატებული დონე აგეღნიშნებათ.

იზრუნეთ თქვენს მეგობრებზეც, არ დაგავიწყდეთ მათთვის ამ ღირებული ინფორმაციის გაზიარება. გისურვებთ ჯანმრთელობას!