ასე მოვირჩინე მტკივანი სახსრები ნატურალური ნაზავით

4605

სახსრებთან და საყრდენ-მამოძრავებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები საკმაოდ ხშირად იჩენს თავს დაბერების პროცესის პარალელურად.

განსაკუთრებით აქტუალური მოცემული პრობლემა 40 წელს გადაცილებულ პაციენტებშია. სამწუხაროდ, ცხოვრების თანამედროვე სტილის შედეგად, სახსრების ტკივილი და დისკომფორტის საშინელი შეგრძნება იშვიათობას არც ახალგაზრდებში წარმოადგენს.

არსებობს სახსრების ტკივილის გამომწვევი რამდენიმე ძირითადი მიზეზი: წარსულში მიღებული ტრავმები, საკუთარი თავის გადაჭარბებულად ფიზიკურად დატვირთვა, მოტეხილობა, რევმატიზმი, ართრიტი და ა.შ.

თუ თქვენთვის სახსრების ტკივილის შეგრძნება უცხო არ არის, აუცილებლად ისარგებლეთ ჩვენი დღევანდელი რეცეპტით. გირჩევთ, მაქსიმალურად მოერიდოთ სხვადასხვა სააფთიაქო აბებსა და პრეპარატებს, რომელთათვის მხოლოდ დროებითი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და არაერთი გვერდითი მოვლენაა დამახასიათებელი – ასე კიდევ უფრო მეტად შეიძლება გაამწვავოთ სიტუაცია.

ხალხური მედიცინის ეს საკმაოდ ძველი საშუალება შედგება მხოლოდ ნატურალური და ჩვენი ორგანიზმისათვის ძალიან სასარგებლო ინგრედიენტებისგან. თუ მას რეგულარულად მიიღებთ, საოცარ შვებას მინიმალურ დროში იგრძნობთ.

როგორ დავამარცხოთ სახსრების ტკივილი სახლის პირობებში

ინგრედიენტები: 

  • 1 ს.კ. მდოგვის ფხვნილი
  • 1 სუფრის კოვზი წყალი
  • 1 ს.კ. ზღვის მარილი
  • 1 ს.კ. ნატურალური თაფლი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

  1. ყველა ინგრედიენტი გააერთიანეთ პატარა ზომის ჭურჭელში და ურიეთ კარგად ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
  2. აიღეთ პოლიეთილენის პარკი, წაუსვით სამკურნალო ნაზავი საშუალო სისქის ფენად, დაიფინეთ მტკივან სახსარე და ზემოდან გადაიხვიეთ შალის თბილი ქსოვილი.
  3. დაიტოვეთ ნარევი სამოქმედოდ დაახლოებით 2 საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
  4. რეკომენდებულია პროცედურის ჩატარება საღამოს საათებში, რათა სამკურნალო ნაზავის გამოყენების შემდეგ სახსრებმა დასვენება შეძლოს.
  5. გამოიყენეთ ეს ნაზავი ყოველდღიურად სასურველი შედეგის მიღებამდე.

მოცემული საშუალების გამოყენებისთანავე მდგომარეობა საგრძნობლად შეგიმსუბუქდებათ. რამდენიმე პროცედურაში ტკივილები საერთოდ გაქრება და ცხოვრების ხალისიც დაგიბრუნდებათ!