თმის ცვენა აღარ შეგაწუხებთ, რამდენიმე კვირაში კი მისი საფარი ორჯერ სქელი და მოცულობითი გახდება

41210

ვიტამინ B6, რომელსაც პირიდოქსინის სახელწოდებით ვიცნობთ, პასუხისმგებელია ცილების ცვლის პროცესზე, სისხლის მიმოქცევის მოწესრიგებაზე, კარგ მხედველობაზე და ჩვენი თმის სიჯანსაღეზე.

ძალიან დადებითი გავლენა აქვს ჩვენს თმაზე და თავის კანზე საშინაო ნიღბებს პირიდოქსინის დამატებით. თუ მათ რეგულარულად გამოიყენებთ, სალონში რეგულარულად ვიზიტი და სოლიდური თანხის გაფლანგვა საჭირო აღარ იქნება.

პირიდოქსინი ჩვენი თმისთვის

წყალში ხსნადი ეს ვიტამინი აუცილებელია მთელი ჩვენი ორგანიზმისათვის და რეგულარულად უნდა ვიზრუნოთ მისი მარაგის შევსებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვისაუბრებთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ის, რათა ჩვენი თმა იყოს ისეთი სქელი, მოცულობითი და ბზინვარე, როგორც არასდროს.

პირიდოქსინის ძირითადი თვისებები:

  • აძლიერებს თმის ფესვებს;
  • ამცირებს და ამარცხებს თმის ცვენას;
  • აჩქარებს თმის ზრდის პროცესს;
  • ანიჭებს მას დამატებით ბზინვარებას;
  • ღრმად აღწევს თმის ფოლიკულებში და აჯერებს მათ;
  • თავიდან გვარიდებს ქერტლის გაჩენას;
  • ხსნის ქავილის და წვის შეგრძნებას;
  • ამარცხებს თავის კანის გაღიზიანებას.

სანამ მას საშინაო ნიღაბში დაამატებთ, ჩაიატარეთ პატარა ტესტი: ხელის კანზე დაიწვეთეთ მცირეოდენი პირიდოქსინი და კარგად დააკვირდით. თუ რაიმე სახის ალერგიულ რეაქციას ადგილი არ ექნება (გაღიზიანება, წვა, შეწითლება), თამამდ შეგიძლიათ მისი გამოყენება.

ნიღაბი თმისთვის პირიდოქსინის დამატებით

თუ თმის ცვენის პრობლემამ და საფარის შეთხელებამ შეგაწუხათ, აუციებლად ცადეთ ჩვენი დღევნადელი საშინაო საშუალება. რეგულარული პროცედურებიდან ხანმოკლე დროში სასიამოვნო ცვლილებები აუცილებლად თვალსაჩინო გახდება!

აიღეთ 2 სუფრის კოვზი თალგამისა და ამავე რაოდენობით აბუსალათინის ზეთი, 2 ამპულა პირიდოქსინი, რამდენიმე წვეთი A და E ვიტამინი (იყიდება აფთიაქებში კაფსულების სახით). ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ერთ ჭურჭელში და კარგად მოურიეთ.

შხაპის მიღებამდე 1 საათით ადრე კარგად შეიზილეთ ეს ნაზავი თავის კანში და გაინაწილეთ თმის მთელ სიგრძეზე. როდესაც თმას ბოლომდე დაიმუშავებთ, დაიფარეთ პოლიეთილენის პარკი, შემოიხვიეთ პირსახოცი და მოითმინეთ.

დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ, შამპუნის გამოყენებით. ამ საშუალების გამოყენების შემდეგ არ ისარგებლოთ ფენით, მიეცით თმას ბუნებრივად შეშრობის საშუალება.

უკვე პირველი პროცედურის შემდეგ საკუთარ თმას ვეღარ იცნობთ: ის გაცილებით მოცულობითი, ჯანსაღი, სქელი და ბზინვარე გახდება.

თუ ამ პროცედურეას კვირაში 2-ჯერ მაინც ჩაიტარებთ, სამუდამოდ დაივიწყებთ თმის ცვენის პრობლემას და საგრძნობლად გაისქელებთ მის საფარს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გამოგადგებათ. თუ მოგეწონათ სტატია, აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებსაც. გისურვებთ ჯანმრთელობას!